თიკა ბალანჩინი & New One-ის ახალი კომპოზიცია

უახლოეს მომავალში ბენდი ელექტრონული მუსიკის ალბომს გამოსცემს.

თიკა ბალანჩინი & New One ახალ სიმღერას აზიარებს.  Woke Up – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომლის იდეაზეც Billboard საქართველოს ბენდის სოლისტი თიკა ბალანჩინი ესაუბრა:

თიკა ბალანჩინი:

„მსოფლიოში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან მოქმედებს პირადად ჩემზე და მგონია, რომ ყველა ხელოვანზე. ეს სიმღერაც გარკვეულწილად ამ მოვლენებს ეხმიანება. თვითონ ინსტრუმენტალი, მგონია, რომ ემოციურად კარგად გამოხატავს ჩვენს სათქმელს, რომ მშვიდობა გვინდა და არ გვინდა ამდენი ნეგატივი. სახელწოდებაც Woke Up სწორედ ამაზეა, რომ გამოვფხიზლდეთ და მეტად დავაფასოთ ერთმანეთი, ჩვენი პლანეტა და ყველაფერი ჩვენ გარშემო.”

Woke Up ელექტრონული კომპოზიციაა. ამ ჟანრის მუსიკის შექმნა ბენდისთვის შედარებით ახალი გამოცდილებაა, თუმცა მუსიკოსები ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ და უახლოეს მომავალში ელექტრონული მუსიკის ალბომის გამოცემასაც გეგმავენ.

„ამ ჟანრში რამდენიმე წლის წინ, პანდემიის პერიოდში გავაკეთეთ ერთი-ორი ტრეკი და სხვათა შორის, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მაგრამ იმის მერე აღარ გაგვიკეთებია და ახლა, აი, ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი. სახლში მაქვს სტუდია, სადაც ბენდის წევრებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ და კომპოზიციებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას მოვიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ელექტრონული მუსიკა. ბენდის ყველა წევრმა თავისი წვლილი შეიტანა და ასე შეიქმნა Woke Up.  ზოგადად, მგონია, რომ არტისტს თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რომ ბევრ ჟანრში მოსინჯოს თავი. მე პირადად უკვე ბევრი წელია პოპის, დისკოსა და ფანკის სტილში ვარ ჩემს ბენდთან ერთად. მაგრამ ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ ბავშვობიდან – ჩემი ფავორიტია და მოსმენით ყველაზე ხშირად სწორედ მას ვუსმენ. იგივე შემიძლია ვთქვა ბენდის სხვა წევრებზეც. თუმცა რატომღაც სულ გვეგონა, რომ ამასთან შეხება მარტივი არ იყო და რაღაცნაირად ვფრთხილობდით. მოსასმენად უფრო ვფიქრობდით, რომ მოგვწონდა, ვიდრე გასაკეთებლად და აღმოჩნდა, რომ – პირიქით. რეალურად Ძალიან საინტერესო გამოდგა ელექტრონული მუსიკის კეთება. თან ეს ჟანრი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ინსტრუმენტალში უფრო მეტად გამოხატო შენი სათქმელი. ახლა უკვე მეორე სიმღერაზე ვმუშაობთ და ძალიან მალე მსმენელს 5-6 კომპოზიციისგან შემდგარ ელექტრონულ EP-ს წარვუდგენთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris ამერიკული „ვოისის” რინგის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

Daft Punk პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობას არ მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი