„ნირვანა” ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება

შარშან ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა სპენსერ ელდენმა ბენდს საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უჩივლა. თუმცა ახლა სააპელაციო სასამართლო საქმეს ისევ სასამართლოს უბრუნებს.
დეივ გროლი, კურტ კობეინი და კრისტ ნოვოსელიჩი, 1991 წელი
Paul Bergen/Redferns

ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება „ნირვანას” წინააღმდეგ მიიღო და სასამართლოში დააბრუნა სარჩელი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე, რომელიც სპენსერ ელდენმა შეიტანა – კაცმა, რომელიც ბენდის 1991 წლის ალბომის Nevermind-ის ყდაზე გამოსახული შიშველი ბავშვია.  

ახლა 30 წლის სპენსერ ელდენი ამტკიცებს, რომ ფოტო, რომელიც როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ალბომის ყდაა, ბავშვთა პორნოგრაფიის ფედერალურ კანონს არღვევს. გასულ წელს ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ელდენმა ბენდს ზედმეტად გვიან უჩივლა, რადგან საქმის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა უკვე გასული იყო. თუცმა ეს განაჩენი ახლა სააპელაციო სასამართლომ ამოაყირავა, რომელმაც დაადგინა, რომ ფოტოსურათის ყოველი ახალი გამოქვეყნება – მათ შორის 2021 წელს ალბომის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემა – შესაძლოა ელდენისთვის ახალ ზიანს წარმოადგენდეს, რაც თავიდან აწესებს საქმის ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას. 

„ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლებს ყოველ ჯერზე მასალის ახლიდან გამოქვეყნების შემთხვევაში შესაძლოა ახალი ზიანი მიადგეთ,” – თქვა მოსამართლემ. „ეს დასკვნა შეესაბამება უზენაესი სასამართლოს ხედვას, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ნებისმიერი ნახვა მსხვერპლის შეურაცხყოფის გამეორებაა.”

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ელდენმა საქმე მოიგო. სარჩელი ახლა ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდება, სადაც ელდენს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ფოტო ბავშვთა პორნოგრაფიის განმარტებაში ჯდება, რასაც „ნირვანა” არ ეთანხმება.

Billboard-სთვის მიცემულ კომენტარში „ნირვანას” ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას პროცედურულ რეგრესს უწოდებს. „ჩვენ დავიცავთ თავს ამ უღირსი სარჩელისგან და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ.”

ელდენის წარმომადგენელი კი ამბობს: „სპენსერი ძალიან გახარებულია ამ გადაწყვეტილებით და სასამართლო პროცესს ელოდება. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ბავშვთა პორნოგრაფიის ყველა მსხვერპლისთვის.”

1991 წლის 24 სექტემბერს გამოსული Nevermind მომდევნო წელს Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ლიდერი გახდა და ჯამში ჩარტში 554 კვირა გაატარა. მსოფლიო მასშტაბით მისი 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად არის მიჩნეული. ალბომის ყდაზე გამოსახულია შიშველი ბავშვი, რომელიც აუზში ანკესზე გამობმულ დოლარისკენ მიდის. ფოტოსურათი ინტერპრეტირებული იყო, როგორც  მწვავე კრიტიკა სიხარბისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ. თუმცა 2021 წლის სარჩელში ელდენი ამტკიცებდა რომ ეს იყო პატარა ბავშვის გენიტალიების გარყვნილი ჩვენება, რაც ბავშვთა პორნოგრაფიის ფედერალური კანონით აკრძალულია. 

„სპენსერის იდენტობა და სახელი ახლა სამუდამოდ გადაჯაჭვულია კომერციულ სექსუალურ ექსპლუატაციასთან,” – ამბობდა იგი. 

„ნირვანა” კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფოტოსურათი ბავშვთა პორნოგრაფიას შეიცავს, თუმცა ამტკიცებს, რომ საქმე კიდევ უფრო მარტივი მიზეზით უნდა დაიხუროს: ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 

„ელდენმა ამ ფოტოს შესახებ 2021 წლამდე იცოდა და იცოდა, რომ ფოტოზე გამოსახული ბავშვი თავად იყო. მას ათწლეულების განმავლობაში სრულად ჰქონდა გაცნობიერებული სავარაუდო „უფლებების დარღვევა” და „მიყენებული ზიანი,” – ამტკიცებდა ბენდი.

2022 წელს ფედერალური მოსამართლე „ნირვანას” არგუმენტს დაეთანხმა. მისი გადაწყვეტილებით, ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის ათვლა დაიწყო მაშინ, როცა მსხვერპლმა „გაცნობიერებულად აღმოაჩინა” დანაშაული თუ მისგან გამოწვეული ზიანი. თუმცა, ამ ვადის პირობებშიც კი, ელდენმა საჩივარი ზედმეტად გვიან შემოიტანა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადა მეტწილად დისკრედიტაციისა და ღირსების შემლახველ საქმეებში გამოიყენება. ხოლო შეურაცხმყოფელი პუბლიკაციის ახლიდან გავრცელება შესაძლოა თამამად გახდეს ჩივილის ახალი საფუძველი, მიუხედავად საქმის ხანდაზმულობის ვადისა. 

„თუ მსხვერპლი იგებს, რომ ბრალდებულმა გაავრცელა ბავშვთა პორნოგრაფია და ის არ უჩივის, მაგრამ მოგვიანებით იგებს, რომ ბრალდებულმა იგივე გააკეთა წლების შემდეგაც, ამ შემთხვევაში საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოსარჩელეს ხელს არ უშლის, რომ ახალი ზიანის მიყენებისთვის იჩივლოს,” – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართული ალბომების შესანიშნავი შვიდეული – 2023 წელი

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე - ფოტო: შენონ ბევერიჯი

არიანა გრანდე 2024 წელს მეშვიდე ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი