მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის გიგანტი კომპანია Live Nation საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა

საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ღონისძიებების მასპინძელი გახდება.

გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანია Live Nation საქართველოში შემოდის. ეს თანამშრომლობა ქართული კულტურული და ეკონომიკური სივრცისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რადგანაც კომპანია მსოფლიო მუსიკალური სცენის არაერთ ვარსკვლავთან თანამშრომლობს. როგორც Black Sea Are-ს დირექტორი ტატო ხარჩილავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს უცხოელი არტისტების საქართველოში ჩამოყვანას და მასშტაბური კონცერტების გამართვას გაამარტივებს.  

ტატო ხარჩილავა, Black Sea Are-ს დირექტორი:

„2023 წელი ერთგვარი სატესტო პერიოდი იყო, როცა დავინახეთ, რომ საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავის მასპინძლობას თავი კარგად გაართვა. ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების შოუები წარვუდგინეთ მაყურებელს. სწორედ ამ შოუების ფარგლებში ვითანამშრომლებთ Live Nation-თან და კომპანია ქართულ ბაზარზე ახლა უკვე ოფიციალურად შემოდის.”

როგორც ტატო ხარჩილავა ამბობს, Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარებულმა კონცერტებმა აჩვენა, არსებობს დიდი აუდიტორია, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტი მსმენელისაგან და ეს Live Nation-თვის თანამშრომლობის დაწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო.

Live Nation-ის ეგიდით მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 45 000-მდე კონცერტი და 100-ზე მეტი ფესტივალი იმართება. მათ შორისაა მსოფლიო საფესტივალო ინდუსტრიის ისეთი პლატფორმები, როგორებიც არის Mad Cool და Lollapalooza. კომპანია ასევე თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორ არიან Madonna, Jay- Z, Coldplay, The Weeknd და სხვა.

ტატო ხარჩილავა: 

„Live Nation-თან ოფიციალური პარტნიორობა არტისტებთან კომუნიკაციას აადვილებს, რადგანაც ავტორიტეტის გამო არსებობს სანდოობა. ამიტომ უფრო მარტივია, რომ საქართველო მსოფლიო ვარსკვლავების საკონცერტო ტურნეებში ერთ-ერთ გაჩერების ადგილად მოინიშნოს. ასევე განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რაც ამ ინდუსტრიაში ქვეყნის ცნობადობას ზრდის. ეს ქვეყნისათვის ეკონომიკური კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.”

2023 წელს Starring Georgian-ს ფარგლებში გამართული შოუები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ქვეყანას მსოფლიო სცენის ის არტისტები ეწვივნენ, რომლებიც დღეს არამხოლოდ მუსიკალურ სფეროს, არამედ მსოფლიო პოპ კულტურას განსაზღვრავენ. ამ სიის მასშტაბების წარმოსადგენად მხოლოდ Imagine Dragons-ის და ბრუნო მარსის დასახელებაც საკმარისია. საინტერესოა, თავად როგორი შთაბეჭდილებით დატოვეს მუსიკოსებმა საქართველო. „Billboard საქართველოს” ამ კითხვას ტატო ხარჩილავა პასუხობს. 

„უკუკავშირი კარგი იყო, იმდენად კარგი, რომ მაგალითად Imagine Dragons-მა და ბრუნო მარსმა  საქართველოში განმეორებითი კონცერტის ჩატარების სურვილი ღიად გამოთქვეს. ეს ყველაფერი მონდომების, დიდი შრომის და რაც მთავარია, აუდიტორიის ჩართულობის შედეგია, რისთვისაც გვინდა, ჩვენს მსმენელს მადლობა გადავუხადოთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაკურ ბურდული - მუსიკოსი

„გილოცავ ახალ წელს“ – სიმღერის ისტორია – ბაკურ ბურდული

შემდეგი სტატია

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი