ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი მსმენელის წინაშე MONO HALL-ის სცენაზე წარდგნენ

მსმენელმა არაერთი მსოფლიო ჰიტის და ცნობილი ქართული კომპოზიციის ორიგინალური ინტერპრეტაცია მოისმინა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

5 იანვარს MONO HALL-ში ნინი ნუცუბიძის და გიორგი გიგაშვილის კონცერტი გაიმართა. ლაივზე მსმენელმა არაერთი მსოფლიო ჰიტის და ცნობილი ქართული კომპოზიციის ორიგინალური ინტერპრეტაცია მოისმინა. გიორგი გიგაშვილთან და ნინი ნუცუბიძესთან ერთად სცენაზე ასევე წარდგნენ NIKALA,  მარიამ კუბანსკი (ბას გიტარა) და დათა მუნჯიშვილი (დრამი). 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტის კონცერტები ყოველთვის მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გამოირჩევა, რაც აუდიტორიისათვის ყოველ ჯერზე განსხვავებულ მუსიკალურ გამოცდილებას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ შესრულებული, ხშირად კარგად ნაცნობი კომპოზიციების ქავერებიც კი გამორჩეული ინდივიდუალიზმის მატარებელია, რაც უკვე მოსმენილ მელოდიასა, თუ ტექსტს ახალ სიცოცხლეს სძენს.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გიორგი გიგაშვილი: 

„კონცერტისთვის მზადებას ლაივის დაგეგმვისთანავე ვიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში სცენაზე  მსმენელის წინაშე გამოსვლა ჩემთვის, როგორც არტისტისათვის, უდიდესი სიამოვნებაა. ამ დროს აუდიტორიისაგან უდიდეს ემოციებს ვიღებ.” 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნინი ნუცუბიძე: 

„ჩვენ მუსიკალური შემოქმედების მიღმაც დროს ერთად ვატარებთ, ვმეგობრობთ და ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ვფიქრობ, ეს კავშირი კონცერტის მსვლელობისას თავისებურ გარემოს ქმნის, რისი მონაწილე აუდიტორიაც ხდება. მუსიკალურ პროგრამაზე იდეურად გიორგი  მუშაობს. მას ყოველთვის შეუძლია, ჟანრობრივად განსხვავებული სიმღერების ინტერპრეტაციისას ოქროს შუალედი დაიცვას.” 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნინი ნუცუბიძე ბერლინში, კატალისტის კრეატიული ხელოვნების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობს. მისი შემოქმედება აერთიანებს ქართულ ტრადიციულ კულტურულ მოტივებს, ელექტრონულ ჟღერადობას და ექსპერიმენტულ მუსიკას. ამჟამად ნინი ნუცუბიძე მუშაობს ახალ EP-ზე,  სახელწოდებით Paper Planes. როგორც არტისტი „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნავს, ჩანაწერს მსმენელს მალე წარუდგენს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გიორგი გიგაშვილი კლასიკური მუსიკის პიანისტია და ამავდროულად ნინისთან და Janngo-სთან ერთად პოპ-ელექტრონულ მუსიკას ქმნის. გიორგი გიგაშვილი კლასიკური მუსიკის არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის მფლობელია. 2023 წელს იგი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ოქროს გლობუსის გამარჯვებულები 

შემდეგი სტატია

შინეიდ ო’კონორი, მასტერდამი, 1988 წლის 16 მარტი, ფოტო: პოლ ბერგენი

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების  მიზეზი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი