მუსიკოს ლუკა თოფურიას ბენდის ტურნე გერმანიაში

23-30 იანვრის ჩათვლით, გერმანიაში, ქართველი ჯაზ მუსიკოსების ტურნე გაიმართება.

2024 წელი ქართველი ჯაზ მუსიკოსებისთვის წარმატებით დაიწყო, ლუკა თოფურიას ბენდი 23-30 იანვრის ჩათვლის ტურნეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართავს. 

ბენდის შემადგენლობაში არიან: კლავიში – ლუკა თოფურია, გიტარა – ლაშა დეისაძე, საქსოფონი – თორნიკე აბულაძე, ბას გიტარა – დავით გოგისვანიძე და დრამი – გიორგი კაპანაძე. 

ლაშა გოჩიაშვილი, ლუკა თოფურიას ბენდის მენეჯერი:

„ეს პროექტი ჯაზ-კლუბ „არტერიასთან“ ერთად ხორციელდება. „არტერიამ“ ლუკა თოფურიას ბენდზე რამდენიმე თვის წინ მოწვევა მიიღო. პროექტი ჟანრობრივად Jazz Funk-ს და Fusion-ს მოიცავს.  ეს არის ჩვენი პირველი ტურნე. ვფიქრობ, რომ ყინული გაჭრილია და ზაფხულის ტურნეც იგეგმება. სამომავლოდ არაერთი ქვეყნიდან და ჯაზ ფესტივალიდან გვაქვს მოწვევა.“ 

ტურნეს განმავლობაში ჯაზ ბენდი ოთხ სხვადასხვა კონცერტს გამართავს. 

23 იანვარი – Zig Zag Jazz Club 

24 იანვარი – Cassete Head Sessions 

26 იანვარი – KinoZukunft 

28 იანვარი – Pas Berlin

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსის სიმღერა Louis Vuitton-ის კოლექციის ჩვენებაზე გაჟღერდა

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ღაზაში ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბაჩა მძინარაშვილი – ბერკლის კოლეჯის პირველი ქართველი სტუდენტი საკუთარ შემოქმედებასა და ქართულ-ამერიკულ კარიერაზე

„მსმენელისგან გამიგონია, რომ ჩემს კომპოზიციებში ქართული ჰარმონია ან მელოდიაც ესმით. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ ქართული ფოლკლორი კარგად შევისწავლო.”
მეტი