რობი რობერტსონი და მარტინ სკორსეზე შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის სპეციალურ საპატიო ჯილდოს მიიღებენ

რეჟისორისა და კომპოზიტორის დუეტს ჯილდოს კომპოზიტორების და ტექსტების ავტორების ასოციაცია (SCL) 13 თებერვალს გადასცემს.
ფოტო: ჯორჯ პიმენტელი/Getty Images

კომპოზიტორების და ტექსტების ავტორების ასოციაცია (SCL) რობი რობერტსონს და მარტინ სკორსეზეს საპატიო ჯილდოს გადასცემს. მუსიკოსი და რეჟისორი კოლაბორაციისათვის განკუთვნილ სპეციალურ  ჯილდოს 13 თებერვალს, ლოს ანჯელესში Skirball Cultural Center-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიღებენ. 

The Spirit of Collaboration Award – ასე ჰქვია ჯილდოს, რომელსაც ასოციაცია  რეჟისორისა და კომპოზიტორის დუეტს გამორჩეული პროექტებისათვის გადასცემს. 45 წლის განმავლობაში რობერტსონმა სკორსეზეს 11 ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა. ამ ფილმებს შორის ვხვდებით ისეთ ნამუშევრებს, როგორებიც არის: The Last Waltz, Raging Bull, The King of Comedy, The Color of Money, Casino, Gangs of New York, Shutter Island, The Wolf of Wall Street, Silence, The Irishman და სკორსეზეს უახლესი კინოსურათი – Killers of the Flower Moon.

სხვადასხვა დროს SCL-ის ეს ჯილდო მიიღეს – თომას ნიუმანმა და სემ მენდესმა, ტერენს ბლენჩერდმა და სპაიკ ლიმ, კარტელ ბურუელმა და ძმებმა კოენებმა. გასული წლის ჯილდოს მფლობელი კი ჯასტინ ჰარვიცის და დემიენ შაზელის დუეტი გახდა. 

რობერტსონი გასულ ზაფხულს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 23 იანვარს კომპოზიტორი ფილმის Killers of the Flower Moon საუნდტრეკისათვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს. რობეტსონი ბოლო 47 წლის განმავლობაში პირველი გარდაცვლილი კომპოზიტორია, რომელმაც დაჯილდოების ნომინანტის სტატუსი სიკვდილის შემდგომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიამ ნომინანტად დაასახელა სკორსეზეც. 81 წლის რეჟისორმა ნომინაციები მიიღო საუკეთესო ფილმის და საუკეთესო რეჟისურის კატეგორიებში, ფილმისათვის Killers of the Flower Moon. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Guns N’ Roses ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

ჰილარი კლინტონმა Barbie-ის რეჟისორს, გრეტა გერვიგს და მსახიობ მარგო რობის საჯაროდ მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი