კლუბში Mtkvarze მსმენელის წინაშე Killages წარდგება

ჯგუფის კონცერტი კლუბის ლაივების სერიის ფარგლებში ტარდება.
Killages

27 იანვარს, კლუბში Mtkvarze მსმენელის წინაშე  Killages წარდგება. ჯგუფის კონცერტი კლუბის ლაივების სერიის ფარგლებში ტარდება. აღსანიშნავია, რომ  ეს ლაივები იმ მუსიკალური გამოცდილების კონცეფციას ცდება, რომელიც მსმენელისათვის საკლუბო სივრცესთან ასოცირდება.  

როგორც კლუბის წარმომადგენლები „Billboard საქართველოსთან” საუბრისას ამბობენ ამ სივრცისათვის მუსიკალური მრავალფეროვნება ყოველთვის მნიშვნელოვანი და მსგავსი ლაივებიც ვენიუს 12 წლიანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ კლუბის სივრცეში არაერთხელ მოვისმინეთ ჟანრობრივად განსხვავებული არტისტების კონცერტები. 

„ბოლო წლებში ქართულ სცენაზე საინტერესო ბენდები გაჩნდნენ, რომლებიც დიდ კონცერტებსაც მართავენ, თუმცა ასეთი ბენდებისთვის შედარებით მცირე ზომის დარბაზში დაკვრა, სადაც უნიკალური Danley Sound Labs ხმის სისტემაა, მსმენელთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალება და განსაკუთრებული გამოცდილებაა.”

Killages ლაივამდე სეტს დაუკრავს ქართული ალტერნატიული მუსიკალური სივრცის გამორჩეული შემსრულებელი, IAMNIKITA.

„Killages და IAMNIKITA ქართული სცენის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან, ნიკიტას უკვე ჰქონდა ლაივი ჩვენთან, ახლა კი კონცერტამდე მუსიკალურ სელექციას შემოგვთავაზებს.” – აღნიშნავენ კლუბის წარმომადგენლები. 

ლაივის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

In Vino Veritas – თამადა ახალი EP-ის პირველ კომპოზიციას აზიარებს 

შემდეგი სტატია

ჯონი მიტჩელი გრემის დაჯილდოებაზე პირველად იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი