Lasso – ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

აღნიშნული სიახლის შესახებ არტისტმა Billboard-ის ღონისძიებაზე ისაუბრა.
ფოტო: ნილ კრუგი

ლანა დელ რეი მალე ახალ ალბომს გამოსცემს. Lasso – ასე ჰქვია დაანონსებულ ჩანაწერს და ის სექტემბერში გამოვა. აღნიშნული სიახლის შესახებ არტისტმა Billboard-ის ღონისძიებაზე ისაუბრა. ეს არის ღონისძიება, რომელსაც Billboard გრემის დაჯილდოებამდე მართავს. 

ღონისძიებაზე ლანა დელ რეიმ შეკრებილ აუდიტორიას თავისი ახალი პროექტისა შესახებ განუცხადა. Lasso, რომელიც ლანა დელ რეის მე-10 სტუდიური ალბომია, ავტორისათვის ახალი მუსიკალური მოგზაურობს დასაწყისიცაა, რადგან ნამუშევარი ჟანრობრივად ქანთრია. ამ დროისათვის ბოლო, მე-9 სტუდიური ალბომი – Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd  ლანა დელ რეიმ 2023 წელს გამოსცა. რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მე-3 პოზიციას იკავებდა. 

აღსანიშნავია, რომ გრემის დაჯილდოებამდე გამართულ წვეულებაზე ლანა დელ რეი სცენიდან მუსიკალური პროდიუსერის და თავისი შემოქმედებითი პარტნიორის, ჯეკ ანტონოფის წარმატებას აღნიშნავდა. ანტონოფი ამჟამად რვა გრემის მფლობელია. გარდა ლანა დელ რეის ალბომებისა, ის მუშაობდა ისეთი ვარსკვლავების ჩანაწერებზე, როგორიც მაგალითად ტეილორ სვიფტია. 2024 წლის გრემის დაჯილდოება მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ალბომით და მუსიკალური ნამუშევრით ჯეკ ანტონოფი ექვსი ნომინაციით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ანტონოფი ნომინირებულია წლის პროდიუსერის კატეგორიაშიც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინთეზი – „იონა და პეტრე“ – გია ქარჩხაძის „სინემინი“

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილი რიანასთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი