4 თებერვალს, ლოს ანჯელესის Crypto.com-ის არენაზე, 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ სხვადასხვა ნომინაციაში გასული წლის საუკეთესო ნამუშევრები და მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანები გამოავლინა. დაჯილდოების მთავარ, საუკეთესო ალბომის ნომინაციაში, ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვა. მას გრემი გადაეცა ალბომისათვის Midnights. ტეილორისათვის ეს წლის ალბომის ნომინაციაში მეოთხე გამარჯვებაა.
კიდევ ერთი წამყვანი ნომინაცია წლის ჩანაწერი იყო, რომელშიც გამარჯვებული მაილი საირუსის Flowers გახდა. აღსანიშნავია, რომ საირუსმა კიდევ ერთ, საუკეთესო სოლო პოპ-შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს მომღერლისათვის 16-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველი გრემია.
წლის სიმღერა ბილი აილიშის What Was I Made For? Გახდა, რომელიც გრეტა გერვიგის ფილმის, Barbie-ის საუნდტრეკია.
გრემის 2024 წლის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
წლის ალბომი:
Boygenius – The Record
ჯანელ მონე – The Age of Pleasure
ჯონ ბატისტი – World Music Radio
ლანა დელ რეი – Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd
მაილი საირუსი – Endless Summer Vacation
ოლივია როდრიგო – Guts
SZA – SOS
ტეილორ სვიფტი – Midnights (გამარჯვებული)
წლის ჩანაწერი:
ბილი აილიში – What Was I Made For?
Boygenius – Not Strong Enough
ჯონ ბატისტი – Worship
მაილი საირუსი – Flowers – (გამარჯვებული) ოლივია როდრიგო – Vampire
SZA – Kill Bill
ტეილორ სვიფტი – Anti-Hero
ვიქტორია მონეტი – On My Mama
წლის სიმღერა:
ბილი აილიში – What Was I Made For? (გამარჯვებული)
დუა ლიპა – Dance the Night
ჯონ ბატისტი – Butterfly
ლანა დელ რეი – A&W
მაილი საირუსი – Flowers
ოლივია როდრიგო – Vampire
SZA – Kill Bill
ტეილორ სვიფტი – Anti-Hero
საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომი:
კელი კლარკსონი – Chemistry
მაილი საირუსი – Endless Summer Vacation
ოლივია როდრიგო – GUTS
ეს შირანი – (Subtract)
ტეილორ სვიფტი – Midnights (გამარჯვებული)
საუკეთესო პოპ სოლო შესრულება:
ბილი აილიში – What Was I Made For? Doja Cat – Paint the Town Red
მაილი საირუსი – Flowers – (გამარჯვებული). ოლივია როდრიგო – Vampire
ტეილორ სვიფტი – Anti-Hero
იხილეთ გრემის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია.