9 თებერვალს კანიე უესტისა და რეპერ Ty Dolla $ign-ის ერთობლივი ალბომი გამოდის, რომლის სახელწოდებაა Vultures. ალბომის გამოშვებამდე ერთი დღით ადრე, 8 თებერვალს, რეპერების დუეტმა მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გაავრცელეს. კლიპის რეჟისორი ჯონ რაფმენია.
Მანამდე, კვირის დასაწყისში, კანიემ და Ty Dolla $ign-მა გამოსცეს მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Talking/Once Again, რომელშიც მათი ქალიშვილები მონაწილეობენ. ამ კლიპში კანიეს შვილის, ნორს უესტის, ჰიპ-ჰოპ დებიუტი შედგა: მას სიმღერაში რეჩიტატივის თავისი პარტია აქვს.
რაც შეეხება უესტისა და Ty Dolla $ign-ის ერთობლივ ალბომს, თუ Vultures დაგეგმილ ვადაში გამოვა და თარიღი კიდევ ერთხელ არ შეიცვალა, LP სტრიმინგ სერვისებზე ხელმისაწვდომი 9 თებერვლიდან უნდა გახდეს. ონლაინ გამოცემამდე, ალბომის პრეზენტაცია უესტის მშობლიურ ჩიკაგოში გაიმართაა. გავრცელებული ინფორმაციით, უესტმა ღონისძიებისათვის დიდი სტადიონების დაჯავშნა ვერ შეძლო.
Vultures კანიე უესტის პირველი პროექტია მას შემდეგ, რაც ის სიძულვილის ენისა და ანტისემიტიზმის გამო სკანდალში გაეხვა. ამ მოვლენების გამო უესტი სოციალურ ქსელშიც კი დაიბლოკა, Adidas-მა კი მას კონტრაქტი გაუწყვიტა.
ნახეთ მუსიკალური ვიდეო Vultures (Havoc Version):