მადონა The Weeknd-თან და Playboi Carti-თან თანამშრომლობას აანონსებს

მუსიკალური ვიდეოს დებიუტი ფესტივალ „ფორტნაიტის“ ფარგლებში იგეგმება.
მადონას კიდევ ერთი თანამშრომლობა აქვს, ამჯერად The Weeknd-თან და Playboi Carti-თან.
მადონას კიდევ ერთი თანამშრომლობა აქვს, ამჯერად The Weeknd-თან და Playboi Carti-თან.

პოპის დედოფალმა 15 თებერვალს ინსტაგრამზე მუსიკალური ვიდეო დააანონსა. “@theweeknd-თან და @playboicarti-სთან ერთად სიმღერა სახელწოდებით Popular Duh! Შევასრულე“. – წერს მადონა.

ვიდეოს პრეზენტაცია ექსკლუზიურად ფესტივალ „ფორტნაიტზე“ შედგა. გულშემატკივრებს კლიპი ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, სპეციალურად შექმნილ Jam Stage-ის განყოფილებაში შეუძლიათ იხილონ. 

The Weeknd-მა კვირის დასაწყისში სტუდიაში დაბრუნება „ინსტაგრამზე“ გააზიარა. სარეკლამო ვიდეოს გაზიარებამდე ერთი თვით ადრე მუსიკოსმა ალბომების, After Hours და  Dawn FM, ყდების ფოტოები გამოაქვეყნა, მესამე ფოტოზე კი რიცხვი 3 ეწერა,  რაც  The Weeknd-ის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილზე მიუთითებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონის როლის შემსრულებელი ჯააფარ ჯექსონი ლეგენდარული მომღერლის ასლია

შემდეგი სტატია

სელენა გომესი ახალ სიმღერას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი