პოლ მაკარტნიმ 50 წლის წინ მოპარული გიტარა დაიბრუნა

კომპანია Höfner-ის წარმოებული ელექტრონული გიტარა 12,6 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ფოტო: მაიკლ ბაკნერი/Variety

ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც პოლ მაკარტნიმ კომპანია  Höfner-ის წარმოებული ელექტრონული გიტარა დაკარგა. 1661 წლის ინსტრუმენტი 12,6 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ახლახან, მუსიკოსმა გიტარა სწორედ კომპანია Höfner-ის ჩართულობით იპოვა. 

როგორც Höfner-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკ ვასმა აღნიშნა, მას გიტარის ძებნის დასაწყებად თავად პოლ მაკარტნიმ მიმართა. „რამდენადაც ვიცი, თუ რას ნიშნავს დაკარგული ინსტრუმენტი პოლისათვის, გადავწყვიტე, ეს თავსატეხი ამომეხსნა.” – აღნიშნა ვასმა. 

მაკარტნიმ გიტარა 37 დოლარად 1961 წელს იყიდა. ინსტრუმენტზე მუსიკოსმა The Beatles-ის ისეთი სიმღერების ჩაწერისას დაუკრა, როგორებიც არის Love Me Do, Twist and Shout და She Loves You. თავდაპირველად  გავრცელებული ინფორმაციით, გიტარა 1969 წელს მოიპარეს, როცა The Beatles თავის ბოლო ალბომს – Let it Be-ის წერდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს თარიღი მცდარი იყო.

ძებნის პროცესში კომპანია Höfner-ს შეუერთდნენ ჟურნალისტი სკოტ ჯონსი და მისი ცოლი ნაომი, რომელიც ასევე ჟურნალისტია. ისინი ელექტრონული წერილებით დაუკავშირდნენ ყველას, ვისაც იმ პერიოდში The Beatles-თან გქონდა შეხება. პირველი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხმის ინჟინრის, იან ჰორნისგან მიიღეს. ჰორნის თქმით, ინსტრუმენტი მისი ფურგონიდან 1972 წელს გაქრა. ხმის ინჟინრის თქმით, მაკარტნიმ ის დაამშვიდა და უთხრა, რომ ქურდობის შესახებ არ ენერვიულა. „მიუხედავად ამისა, მთელი ეს პერიოდი თავს დამნაშავედ მივიჩნევდი” – განმარტა ჰორნმა. 

ინსტრუმენტის ძიების პროცესში ჩართულმა პირებმა ეს სიახლე ინტერნეტში გამოაქვეყნეს. მალე მათ დაუკავშირდა პირი, რომელმაც თქვა, რომ გიტარა მამამისმა მოიპარა. როგორც ეს ადამიანი ირწმუნებოდა, არც კი იცოდა, თუ რა მნიშვნელობის ნივთი მოიპარა და როცა გაიაზრა, რომ ინსტრუმენტი მაკარტნის ეკუთვნოდა, პანიკაში ჩავარდა. 

ქურდმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ქურდობის შემდეგ ინსტრუმენტი რამდენიმე გირვანქა სტერლინგად ერთ-ერთი პაბის მფლობელს, სახელად რონ გესტს მიჰყიდა. Სკოტმა და ნაომიმ გესტის ძიება დაიწყეს და საბოლოოდ მის ოჯახთან გავიდნენ კონტაქტზე. ამის შემდეგ რონ გესტის რძალი მაკარტნის სტუდიას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი ჰქონდა, როგორსაც ისინი ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ რონ გესტი გარდაცვლილი იყო და ეს გიტარა მემკვიდრეობით მისმა შვილმა მიიღო. საბოლოოდ ინსტრუმენტი მაკარტნის დეკემბერში დაუბრუნდა, ორი თვე კი მისი ავთენტურობის დადგენას დასჭირდა.  

ამ ამბის შესახებ ისტორიის გამოქვეყნება ოფიციალურად იგეგმებოდა, თუმცა სიახლე რონ გესტის 21 წლის შვილიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მე მემკვიდრეობით მივიღე ეს ნივთი, რომელიც ახლახან პოლ მაკარტნის დაუბრუნდა” – იუწყებოდა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტი. პოსტის ავტორმა ასევე განაცხადა, რომ ოჯახს ინტერვიუს  თხოვნით არაერთმა მედიამ მიმართა და საბოლოოდ მსოფლიოს ამ ამბავს დაწვრილებით მოუყვებოდნენ. 

„ამ გიტარას ვერ გაყიდიდნენ. სინამდვილეში, გესტების ოჯახს არც არასდროს უცდია მისი გაყიდვა.” – აღნიშნა ძიების პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. 

ახლახან პოლ მაკარტნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სიახლე გამოქვეყნდა, რომელიც დანამდვილებით იუწყება, რომ მაკარტნის თავისი კუთვნილი გიტარა დაუბრუნდა და მისი ავთენტურობაც დადასტურებულია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლენი კრავიცი - ფოტო: მარკ სელიგერი

„ხალხის რჩეულის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ლენი კრავიცს მუსიკის ლეგენდის ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

„ოპენჰაიმერი“ BAFTA-ს ტრიუმფატორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი