Black Sabbath-ის სინგლი Paranoid Spotify-ის პლატფორმაზე მილიარდ ნახვას აგროვებს

Paranoid Spotify ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა.
ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი
ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

Black Sabbath-ის სინგლის Paranoid-ის გამოსვლიდან ხუთ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა სიმღერა აქტუალობას არ კარგავს და ის Spotify-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს უერთდება.

მძიმე მეტალის ჟანრის კლასიკად აღიარებული სიმღერა Black Sabbath-ის 1970 წელს გამოსულ ალბომში შედის. Paranoid ბრიტანეთის ოფიციალური სინგლების ჩარტში მეოთხე ადგილს იკავებს, ბილბორდ საუკეთესო 100-ში კი 61-ე ადგილზეა.

„Paranoid ზუსტად ხუთ წუთში, სტუდიაში მუშაობისას დაიწერა. ალბომის შესავსებად სამწუთიანი ტრეკი გვჭირდებოდა. ტონიმ გიტარაზე შესავალი მოიგონა, მე სწრაფად დავწერე ტექსტი და ოზიმ სიმღერა შეასრულა.“- განაცხადა Black Sabbath-ის ბას გიტარისტმა გიზერ ბატლერმა 2004 წელს გამართულ ღონისძიებაზე Guitar World. 

Black Sabbath-ის სიმღერათა კატალოგში Paranoid-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.


Black Sabbath როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2006 წელს შევიდა.

„Black Sabbath-ის სინგლი Paranoid  Spotify-ზე მილიარდ სტრიმს აგროვებს, ეს კი იმის მტკიცებულებაა, რომ კარგი მუსიკა წლების მერეც უკვდავია.“ – აღნიშნავს BMG-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯეიმს ფარელი.

2008 წელს Spotify-ის კომერციალიზაციის შემდეგ ე.წ. მილიარდიან კლუბში ჯამში 581 სიმღერაა შესული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომის სიმღერები გაამხილა

შემდეგი სტატია

ბრაიან ფერი თავისი კატალოგის წილს Iconic Artists Group-ს მიჰყიდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი