2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, 10 მარტს, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინანტმა რაიან გოსლინგმა მარკ რონსონთან ერთად Dolby თეატრში საოცარი პერფორმანსი დადგა.
ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი გოსლინგი სცენაზე დარბაზიდან ავიდა, მარკ რონსონს მიესალმა და ვარდისფერ კიბეზე ჩამოჯდა, სადაც კოვბოის ქუდებში გამოწყობილ მოცეკვავეთა გუნდთან ერთად იმღერა. პერფორმანსს Barbie-ის მსახიობები სიმუ ლიუ და კინგსლი ბენ-ადირიც შეუერთდნენ.
სიმღერის ემოციური შესრულების დროს სცენაზე Guns N’ Roses-ის გიტარისტი Slash-იც ავიდა, რომელმაც სოლო გიტარაზე ამაღელვებელი პარტია შეასრულა.
საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინანტთა ხუთეულში ფილმ Barbie-დან სიმღერა I’m Just Ken-ის გარდა, ბილი აილიშისა და ფინეასის ჰიტი What Was I Made For? იყო წარდგენილი, რომელიც საბოლოო გამარჯვებული გახდა.
Barbie-ს კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ, სიმღერა I’m Just Ken-ის დებიუტი ბილბორდის საუკეთესო ასეულში შედგა, სადაც სიმღერამ 87-ე ადგილი დაიკავა.
ნახეთ რაიან გოსლინგის სიმღერის, I’m Just Ken-ის საოცარი პერფორმანსი ოსკარის დაჯილდოებაზე.