13 წლის შემდეგ პირველად კანიე უესტის ტრეკი მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზეა

რეპერი ბოლოს პირველ ადგილზე 2007 წელს მოხვდა, როდესაც კეტი პერისთან ერთად ჩაწერილი სიმღერა, ET გამოიცა.
ფოტო: თიო უარგო/Getty Images

Carnival კანიე უესტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეკია. ის Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. ახლახან არტისტმა ყველა თაყვანისმცემელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ Carnival-ის წარმატება მათი დამსახურებაა. „ეს წარმატება  იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც სისტემის მანიპულაციას არ აყვნენ” – აღნიშნა Ye-მ (კანიე უესტი) ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. რეპერმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სპორტული კომპანია „ადიდასი”. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეს  პოსტი კანიე უესტის სოციალურო მედიის ანგარიშიდან წაშლილია.

Carnival-ის ჩარტების პირველ ადგილზე მოხვედრა უესტის შემოქმედებით კარიერაში აღსანიშნავი მოვლენაა. მუსიკოსი ბოლოს პირველ ადგილზე 2007 წელს მოხვდა, როდესაც კეტი პერისთან ერთად ჩაწერილი სიმღერა, ET გამოიცა.

კანიე უესტის მრავალწლიანი შემოქმედება ბევრ ჰიტს მოიცავს. ბოლო პერიოდში რეპერი არაერთ სკანდალში გაეხვა, რამაც მის მუსიკალურ კარიერას ჩრდილი მიაყენა. რეპერის ცხოვრებაში განსაკუთრებულად რთული პერიოდი 2016 წელს დაიწყო, როცა  Saint Pablo-ს ტურნეს დროს გარკვეული ინციდენტები მოხდა. ამის შემდეგ უესტი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების ოფიციალურ მიზეზად  დაღლილობა და დეჰიდრატაცია დაასახელეს. ამავე წელს არტისტს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

აქედან რამდენიმე წლის შემდეგ უესტის ცხოვრება კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა 2021 წელს ის და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს დაშორდნენ. ამას მოჰყვა Ye-ს (კანიე უესტი) დაპირისპირება ყოფილ ცოლთან, მისი მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები და ბრალდებები, რომლებსაც რეპერი სოციალური მედიის მეშვეობით საჯაროდ აქვეყნებდა. უესტი ასევე დიდ სკანდალში გაეხვა, როცა ანტისემიტური განცხადებების გავრცელება დაიწყო. საბოლოოდ არტისტთან თანამშრომლობა არაერთმა კომპანიამ გაწყვიტა, მათ შორის იყო „ადიდასი”. ამ პროცესში კანიე უესტმა უამრავი მხარდამჭერი და ფანი დაკარგა. 

2024 წლის თებერვალში მან რეპერ Ty Dolla Sign-თან ერთად სტუდიური ალბომი Vultures გამოსცა. კარიერის ახალი ეტაპის დაწყების პარალელურად კანიე უესტმა მსმენელების ახალი აუდიტორიაც შეიძინა, რომლებიც უფრო ტოლერანტულად ეკიდებიან მის საჯარო განცხადებებს, მათ შორის რადიკალურ პოზიციებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უილი ნელსონი ახალ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

მზად ხარ, დაამარცხო გრავიტაცია? – Black Sea Arena ახალ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი