გიორგი გიგაშვილი Terence Judd-Hallé-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ჯილდოს ყოველწლიურად BBC Radio 3 ახალი თაობის გამორჩეულ ერთ პიანისტს გადასცემს.

პიანისტ გიორგი გიგაშვილს Terence Judd-Hallé-ის ჯილდო გადაეცა. ჯილდოს ყოველწლიურად BBC Radio 3 ახალი თაობის გამორჩეულ ერთ პიანისტს ანიჭებს. Terence Judd-Hallé-ის ჯილდო პიანისტებისათვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის ფულად პრემიასთან ერთად, კონცერტების სერიასაც მოიცავს. დაჯილდოების გამარჯვებულის ამპლუაში გიორგი გიგაშვილი ცნობილ ინგლისურ სიმფონიურ ორკესტრთან,  Hallé-სთან ერთად მანჩესტერში კონცერტს გამართავს. ის მსმენელის წინაშე ასევე წარდგება სოლო კონცერტის და სხვა მუსიკალური საღამოების ფარგლებში. დეტალური განრიგი 2 მაისს იქნება ცნობილი. 

„მოუთმენლად ველით გიორგი გიგაშვილის კონცერტს The Bridgewater Hall-ში,“ – განაცხადა Hallé-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დევიდ ბატჩერმა. 

The Bridgewater Hall

გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა გიორგი გიგაშვილმაც. პიანისტის თქმით, კარიერის დასაწყისში ასეთი ჯილდოს მიღება დიდი ბედნიერებაა. „ეს დიდ მოტივაციას მაძლევს” – აღნიშნავს გიორგი გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც გულისხმობს კონცერტებს BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, ასევე სოლო კონცერტს BBC-ის Radio 3-ის პირდაპირ ეთერში, სტუდიური ჩანაწერების გაკეთებასა და სხვა აქტივობებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში 16 აპრილს გიორგი გიგაშვილი ლონდონში BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მულტიმედია არტისტმა მატაია უალდენბერგმა Creams-ის ტრეკის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

შემდეგი სტატია

„კახაბერი და ხანუმები” – კახაბერ ცისკარიძის მოდერნიზებული ქართული ფოლკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი