მულტიმედია არტისტმა მატაია უალდენბერგმა Creams-ის ტრეკის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

ბოლო თვეების განმავლობაში Creams-ის მსმენელმა არტისტის რამდენიმე მუსიკალური კოლაბორაცია მოისმინა. Creams-მა ითანამშრომლა Kordz-თან და ასევე ფრანგ არტისტთან, სასცენო სახელით Moodoid.
Creams/MATAYA Waldenberg IG

საერთაშორისო სცენაზე მოღვაწე მულტიმედია არტისტმა, მატაია უალდენბერგმა ქართველ მუსიკოს Creams-თან ითანამშრომლა. მატაიამ Creams-ის ტრეკის, PIE-ს გარემიქსებული ვერსია გამოსცა. 

კოლაბორაციის შესახებ Creams-მა  Billboard Georgia-სთან ისაუბრა. არტისტებმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცნეს, როცა მატაია უალდენბერგი კლუბ Gallery-ში უკრავდა. 

Creams: 

„ამის შემდეგ ერთმანეთთან მეგობრული კომუნიკაცია გვქონდა. როდესაც მომწერა, რომ ჩემი რომელიმე კრემის რემიქსს გააკეთება სურდა, Pie გავუგზავნე. როცა საბოლოო შედეგი მოვისმინე, ძალიან მომეწონა. აქამდე თუ ვინმესთან კოლაბორაცია მქონია, სამუშაო პროცესიც ერთობლივი იყო. PIE-ს რემიქსი სრულიად დისტანციურად გაკეთდა და მატაიამ საკუთარი ესთეტიკიდან გამომდინარე  ტრეკის საინტერესო ინტერპრეტაცია შექმნა.”

მატაია უალდენბერგის ნამუშევრები დამახასიათებელი ვიზუალური და მუსიკალური ხელწერით გამოირჩევა. არტისტის შესახებ ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ: „მატაია უალდენბერგი არის უცხოპლანეტელი ელფი კიბორგი, რომელიც ადამიანებმა გაზარდეს და მუსიკის საშუალებით ის თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს”

ბოლო თვეების განმავლობაში Creams-ის მსმენელმა არტისტის რამდენიმე მუსიკალური კოლაბორაცია მოისმინა. Creams-მა ითანამშრომლა Kordz-თან და ასევე ფრანგ არტისტთან, სასცენო სახელით Moodoid. 

Creams: 

„სხვა არტისტებთან თანამშრომლობა საინტერესო გამოცდილებაა. ეს ის პროცესია, როცა სხვისი სამყარო შენსას ხვდება და რაღაც სრულიად ახალი იქმნება. ახლაც ვმუშაობ რამდენიმე არტისტთან და ტრეკებს აუდიტორია მალე მოისმენს.”


2024 წლის სექტემბერში სადებიუტო LP გამოვა, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„LP 14 ტრეკს აერთიანებს, თუმცა, ამ რიცხვის 12-მდე შემცირებას ვფიქრობ. პირველი სინგლის გამოცემას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ვგეგმავ. ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ნამუშევარი უნდა გამოქვეყნებულიყო პირველი და საბოლოოდ ავარჩიე სინგლი, რომელიც, ვფიქრობ, ალბომისათვის კარგი გამხსნელი იქნება. ეს არის ორწუთიანი ტრეკი, რომელიც მუსიკალურად მთლიანი ალბომის კონცეფციას კარგად ასახავს.”- ამბობს არტისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

INXS მუსიკალური კლიპის Never Tear Us Apart-ის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

INXS-ის ცნობილი სიმღერის, Never Tear Us Apart -ის, უცნობი კადრები – ექსკლუზიური პრემიერა

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი Terence Judd-Hallé-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი