SZA-მ ემინემის სიმღერის, Lose Yourself-ის ქავერ-ვერსია გამოსცა

მომღერლის თქმით ქავერ-ვერსია მხოლოდ მისი „მენტალური მდგომარეობის” გამო შექმნა და ის მის არცერთ ახალ პროექტში არ იქნება.
SZA - 2023 წლის 19 მარტს, ვანკუვერში კონცერტის დროს. ფოტო: ენდრიუ ჩინი
SZA – 2023 წლის 19 მარტს, ვანკუვერში კონცერტის დროს. ფოტო: ენდრიუ ჩინი

SZA-მ 2002 წლის ფილმის, 8 Mile-ის საუნდტრეკის, Lose Yourself-ის ქავერ-ვერსია ბალადის სახით წარადგინა. 

მომღრალმა აღნიშნა, რომ სიმღერა არ იქნება წარდგენილი მის არცერთ მომავალ პროექტში, რადგან ეს უფრო მისი მენტალური პრობლემებისგან თავის დაღწევის მიზნით შექმნილი ქავერი იყო. „ოდესმე ემინემის სიმღერის ქავერ-ვერსია გაგიკეთებიათ? მე ის მხოლოდ ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გამო შევქმენი და არა რაიმე პროექტისთვის.” დაწერა SZA-მ ინსტაგრამზე.

Სიმღერას თავად ემინემმაც მოუსმინა და პოსტის ქვეშ გაოცების ემოჯი დატოვა. 

SZA-ს მიერ შექმნილი სიმღერის ქავერ-ვერსიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ნახავთ ისეთი არტისტების შეფასებას, როგორებიც არიან კამილა კაბელო, კეისი მასგრეიევზი, შელი, (F.K.A. D.R.A.M.) და სხვა.

სიმღერა Lose Yourself 2002 წელს გამოქვეყნდა და ის ფილმ 8 Mile-ის მთავარი საუნდტრეკია. ტრეკი ემინემის პირველი სიმღერაა, რომელმაც ბილბორდ 100-ში პირველი ადგილი დაიკავა და ჩარტში თორმეტი კვირა დაჰყო. აღსანშნავია, რომ ემინემმა 2003 წელს საუკეთესო სიმღერისთვის და 2004 წელს საუკეთესო სოლო რეპ შესრულებისთვის გრემი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერაზე ემინემს და SZA-ს აქამდე არ უთანამშრომლიათ, შესაძლოა სინგლი ემინემის ახალ ალბომ The Death of Slim Shady-ში შევიდეს, რომელიც ამ ზაფხულს გამოვა.

მოისმინეთ SZA-ს მიერ შესრულებული სიმღერის Lose Yourself-ის ქავერ ვერსია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” – აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე

შემდეგი სტატია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი