ნახეთ ბილი აილიშის მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Chihiro

„ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვიდეოა, რაც კი ოდესმე გადამიღია” – წერს მომღერალი.

მუსიკალურ ვიდეოში ბილი აილიშთან ერთად ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ნეთ ვოლფიც  მონაწილეობს.

ხუთწუთიანი ვიდეოკლიპის რეჟისორი თავად გრემის ცხრაგზის მფლობელი ბილი აილიშია. „კლიპში სიზმრის მსგავსი თხრობაა ასახული, რომელშიც გრძელი, ბნელი დერეფნები და კარის დახურვა სიმბოლოებით გვიყვება ამბავს.  რაც არ უნდა ძლიერად ვეცადოთ თავის დაღწევას შინაგანი ბიძგისა და გარეგანი მიზიდულობის ფონზე, ღრმა შიში, სიყვარულის გრძნობა და სურვილი გარდაუვალად გვეუფლება.“ – ნათქვამია ვიდეოკლიპის შესახებ პრესრელიზში.

მას შემდეგ, რაც ბილი აილიშის სიმღერის პრემიერა Youtube-პლატფორმაზე შედგა, მომღერალმა კლიპი ინსტაგრამზე შემდეგი აღწერით გააზიარა: „ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია და ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში.”

Chihiro-ს დებიუტი ბილბორდ 100-ში შედგა. ახალი ალბომის, Hit Me Hard and Soft გამოსვლის შემდეგ, LP-ის ათივე ტრეკი ჩარტში პირველივე კვირაში მოხვდა.  

ნახეთ ბილი აილიშის მუსიკალური ვიდეო Chihiro

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

20 კითხვა მობისთან

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსის ანიმაციურ-ბიოგრაფიული ფილმის თრეილერში ფარელს, Jay-Z-ის და კენდრიკ ლამარს ლეგოს სახით იხილავთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი