კორძი ახალ კომპოზიციას აქვეყნებს

ნაწარმოებზე მუშაობა მუსიკოსმა 2018 წელს დაიწყო.
კორძი

სოციალურ ქსელში კორძიმ მსმენელს ახალი კომპოზიცია გაუზიარა. ნაწარმოებზე, სახელწოდებით goodrhytm, მუსიკოსმა მუშაობა 6 წლის წინ დაიწყო, მისი გამოქვეყნება კი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.

კორძი:

„ზოგადად, დღევანდელ დღეს მუსიკის გამოშვება ცოტა გაუგებარი ამბავია. ზუსტად არავინ იცის, როგორ ებრძოლოს ალგორითმებს, რომ ეს მუსიკა მსმენელამდე მივიდეს. ამ სიტუაციის ფონზე კი ხანდახან მოტივაციაც მეკარგება, რომ საერთოდ რაიმე დავდო. მაგრამ არც დანებება მგონია სწორი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც ჯობს, ყველაფერი გამოვუშვათ, რასაც ვქმნით.

goodrhythm ჩემი ბოლო გამოცემული კომპოზიციაა, რომელზე მუშაობაც 2018 წელს დავიწყე. ბევრი რამ შევცვალე და შემდეგ უბრალოდ თაროზე მედო, რადგან არ ვიცოდი მისთვის რა მექნა. ახლა კი, შემთხვევით, ჩემი ბრიტანელი მეგობრის, რობ შუთსის ნახატი აღმოვაჩინე, რომელიც თავად გამიკეთა რამდენიმე წლის წინ. ისე მოხდა, რომ ძალიან მოუხდა ამ ნაწარმოებს და ასე უცებ, stockton records-თან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ goodrhythm საბოლოოდ გამოგვექვეყნებინა.”

მოუსმინეთ კომპოზიციას goodrhythm:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნის 82 წელი შეუსრულდა

შემდეგი სტატია

სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფილმის პრემიერაზე მაყურებელი ფეხზე წამოუდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი