სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფილმის პრემიერაზე მაყურებელი ფეხზე წამოუდგა

დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით I Am: Celine Dion, გაშეშებული ადამიანის სინდრომთან მომღერლის ბრძოლას ასახავს.
სელინ დიონი დოკუმენტური ფილმის I Am: Celine Dion დახურულ ჩვენებაზე
Kristina Bumphrey

სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკავა,  როცა მაყურებელი მას ფეხზე წამოდგომით შეეგება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე, სახელწოდებით I Am: Celine Dion.

„ყველას მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემი მოგზაურობის ნაწილი ხართ. ეს ფილმი ჩემი სასიყვარულო წერილია ყველა თქვენგანისთვის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისევ შევხვდებით,” – მიმართა აუდიტორიას მომღერალმა. 

ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის, ირენ ტეილორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი პირდაპირ და გულწრფელად აჩვენებს ვარსკვლავის ბრძოლას გაშეშებული ადამიანის სინდრომთან (Stiff Person Syndrome). პრესრელიზის მიხედვით, „ფილმში ასევე წარმოდგენილია ის მუსიკა, რომელიც დიონის ცხოვრებას მიუძღოდა და ის ასახავს ადამიანის სულის შეუპოვრობას.”

2022 წლის დეკემბრიდან მომღერალი საჯაროდ სულ უფრო იშვიათად ჩნდება, რისი მიზეზიც სწორედ მისი დიაგნოზია. ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც კუნთების უკონტროლო სპაზმს იწვევს, რის გამოც პაციენტს გადაადგილება უჭირს. შედეგად, დიონი იძულებული გახდა, 2023 წელს დაგეგმილი კონცერტების თარიღები გადაედო, საბოლოოდ კი ტურნე სრულიად გააუქმა. 

2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე სელინ დიონმა საღამოს ბოლო ჯილდო წარადგინა – წლის ალბომი, რომელიც ტეილორ სვიფტის Midnights-ს  ხვდა წილად.  თავად დიონმა ეს კატეგორია 27 წლის წინ ალბომით Falling Into You მოიგო.

მარტში კი გაშეშებული ადამიანის სინდრომის დღეზე მომღერალმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „როგორც უმეტესობამ უკვე იცით, 2022 წლის შემოდგომაზე დამისვეს ეს დიაგნოზი. ამ ავტოიმუნური დაავადების დაძლევა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გამოცდილებაა, მაგრამ მე მაინც შემართებით ვარ, რომ ერთ დღესაც სცენაზე დავბრუნდები და ნორმალური ცხოვრებით  ვიცხოვრებ. მადლიერი ვარ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის ჩემი შვილების, ოჯახის, გუნდისა და ყველა თქვენგანისგან!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორძი ახალ კომპოზიციას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

კევინ კოსტნერმა უიტნი ჰიუსტონზე ისაუბრა და მომღერალ Jewel-თან მის რომანზე გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი