მუსიკალური კარიერის განმავლობაში კეტი პერი მუდამ გამოირჩეოდა სტილითა და წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი კოსტიუმებით.
ამჯერად ვარსკვლავი პარიზში გამოჩნდა და თავისი იმიჯით ახალ სინგლს გამოეხმაურა.
საფრანგეთის დედაქალაქში მაღალი მოდის კვირეულის ერთ-ერთ შოუზე დასწრებისას კეტის ეცვა წითელი კაბა, რომელზეც ახალი სიმღერის, Woman’s World-ის ტექსტი ეწერა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მომღერალი ლიმუზინიდან სწორედ ამ კაბით გადმოდის.
“ეს ქალების სამყაროა და იღბლიანი ხარ, რომ მასში ცხოვრობ,” – ასე ჟღერს არტისტის ახალი სინგლის ტექსტის თარგმანი.
კეტი პერიმ ახლახან გაამხილა, რომ დაანონსებული მე-6 ალბომის პირველი სინგლი, Woman’s World, 11 ივლისს გამოვა. ალბომის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ამ დროისათვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი, Smile, არტისტმა 2020 წელს გამოსცა.
თავისი შემოქმედებითი კარიერის ახალი თავის დასაწყისის შესახებ მომღერალმა მსმენელს რამდენიმე თვის წინ აუწყა, როცა American Idol-ის ჟიურის პოზიცია დატოვა.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც კეტი პერი თავისი ახალი სიმღერისადმი მიძღვნილი კაბით გამოჩნდა.