კიტ ურბანმა მომავალი ალბომიდან High პირველი სინგლი Wildside გამოაქვეყნა

2020 წლის ალბომის The Speed of Now Part 1. გამოსვლის შემდეგ ეს მუსიკოსის პირველი ალბომია
კიტ ურბანი 2023 წლის 9 ივნისს CMA ფესტივალზე ნეშვილში. ფოტო: მონიკა მიურეი
კიტ ურბანი 2023 წლის 9 ივნისს CMA ფესტივალზე ნეშვილში. ფოტო: მონიკა მიურეი

კიტ ურბანი საინტერესო სიახლეებით ბრუნდება. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2024 წლის 20 სექტემბერს, მუსიკოსის ახალი ალბომი High გამოვა. 

ალბომი High 2020 წელს გამოცემული The Speed ​​of Now Part 1-ის შემდეგ მისი პირველი ნამუშევარია. ახალი ალბომი კიტ ურბანის მუსიკალურ მოგზაურობაზე გვიყვება და ადამიანური კავშირის თემებს იკვლევს, თუ რას ნიშნავს სიცოცხლე, გათავისუფლება, იმედი, ნოსტალგია და პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებები.

„ყოველთვის მიზიდავდა ცხოვორებისეული თემები, რადგან ეს ყველაფერია, რაც არსებობს ჩვენს გარშემო და საკმაოდ რთული გასაკეთებელია”. – თქვა ურბანმა თავისი ბოლო პროექტის შესახებ.

კიტ ურბანმა  ასევე განმარტა ალბომ High-ის სახელწოდება: ”ეს შეგრძნება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს აღქმული – შეიძლება იყოს ფიზიკური, სულიერი, მცენარეული, მედიტაციური, ქიმიური ან მუსიკალური, მაგრამ ეს ნამდვილად უტოპიის ადგილია”.

კიტ ურბანისთვის  ეს სიმაღლეები მოდის მისი ოჯახის, მეგობრებისა და ცოცხალი მუსიკის დაკვრის დროს მიღებული დადებითი ემოციებისგან. „გიტარაზე დაკვრა, სიმღერების წერა, და ადგილები სადაც ყოველთვის თავს კარგად ვგრძნობ. ყოველ ღამე მაქვს იმის საშუალება, რომ ხალხს დადებითი ენერგიის და თავისუფლების შეგრძნება ვაჩუქო, რისიც ძალიან მადლიერი ვარ.”

მუსიკოსის მომავალ ალბომში მრავალფეროვანი სიმღერებია წარმოდგენილი, სადაც თითიეულს უნიკალური ისტორია აქვს. გარდა სინგლისა Wildside, ალბომი მოიცავს ისეთ სიმღერებს, როგორიცაა Straight Line, Go Home W U, რომელშიც მონაწილეობს ლეინი უილსონი და მიმდინარე სინგლი Messed Up As Me.

კიტ ურბანის მუსიკალური კარიერა ზენიტშია, წელს ის სიმღერების ავტორის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მუსიკოსი ცნობილ მუსიკალურ პროექტ American Idol-ში მენტორად დაბრუნდა და  წარდგა ისეთ დიდ ღონისძიებაზე, როგორიც არის Formula 1 Heineken Silver Las Vegas Grand Prix- ის გახსნის ცერემონია.

კიტ ურბანის ალბომ High-ში შესული სიმღერების სია კი ასე გამოიყურება. 

Blue Sky (Prelude)

Straight Line

Messed Up As Me

Wildside

Go Home W U (With Lainey Wilson)

Chuck Taylors

Daytona

Love Is Hard

Heart Like A Hometown

Laughin’ All The Way To The Drank

Dodge In A Silverad

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თუფაქ შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლეს

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი და Quavo ერთობლივი ალბომის გამოცემის თარიღს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Pearl Jam

ამერიკული როკ-ჯგუფი Pearl Jam ევროპაში კიდევ ორ კონცერტს აუქმებს

„გვერწმუნეთ, ადვილად არასდროს ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად, რათა შოუ შედგეს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
მეტი

კეტი პერი პარიზში გამოჩნდა კაბით, რომელზეც მის მიერ დაანონსებული სინგლის ტექსტი ეწერა

კეტი პერიმ ახლახან გაამხილა, რომ დაანონსებული მე-6 ალბომის პირველი სინგლი, Woman’s World, 11 ივლისს გამოვა.
მეტი