თუფაქ შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლეს

ბრალდებული სექტემბრის შემდეგ საპატიმროშია და 4 ნოემბრის სასამართლოს ელოდება.
დუეინ დევისი
JOHN LOCHER/POOL/AFP via Getty Images

დუეინ დევისი, იგივე Keefe D – ადამიანი, რომელიც ბრალდებულია თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში, გირაოს სანაცვლოდ არ გათავისუფლდა. 

20 ივნისს დევისმა ნევადას სასამართლოს შეატყობინა, რომ მზად იყო გადაეხადა 750 000 დოლარის ოდენობის გირაო, 25 ივნისს კი მოსამართლის წინაშე წარმდგარიყო გათავისუფლების პირობების გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ საიდან მოდიოდა ეს თანხა. თუმცა მომდევნო დღეს, გირაოს თანხის არალეგიტიმურობის საფუძველზე, მას გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. 

გირაოს თანადამფინანსებელი გასართობი ინდუსტრიის მენეჯერი ქეშ ჯონსი იყო, რომელიც სასამართლოს წინაშე ვიდეოთი წარდგა. ვიდეოში ჯონსი აღნიშნავს, რომ 112 500 დოლარის თანადაფინანსება მისგან საჩუქარი იყო და არ არსებობდა არანაირი გარიგება მასა და დევისს შორის.

თუმცა მანამდე ჯონსი ერთ-ერთ ვიდეოინტერვიუში ამბობდა, რომ დევისს გირაოს გადახდაში დაეხმარებოდა, თუ ის სანაცვლოდ ჯონსისთვის თავისი ცხოვრების შესახებ სატელევიზიო სერიებს გააკეთებდა. Სასამართლოს წინაშე კი ჯონსმა განაცხადა, რომ ხანდახან ასეთ რაღაცებს მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის მხრიდან გამოხმაურების მიღებისთვის ამბობს. 

„ბატონი ჯონსი ამტკიცებს, რომ ბატონ დევისს მხოლოდ იმიტომ ეხმარება, რომ ის სიმსივნეს ებრძვის და მათი საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ მისი წინა ინტერვიუები ამ დახმარების სრულიად სხვა მოტივს გვთავაზობს,” – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

მოსამართლემ დაადგინა, რომ ჯონსის მიერ წარდგენილი ბანკის ჩანაწერები საკმარისი არ იყო იმის დასამტკიცებლად, რომ 112 500 დოლარის თანადაფინანსება ლეგიტიმური წყაროდან იყო მიღებული. 

„ბატონმა დევისმა ვერ აჩვენა, რომ თანხა ლეგალურად იყო მოპოვებული,” – ამბობს მოსამართლე.

დევისი საპატიმროში თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით სექტემბრის შემდეგ იმყოფება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia-ს გუნდი Penske Media Corporation-ის წარმომადგენელს შეხვდა

შემდეგი სტატია

კიტ ურბანი 2023 წლის 9 ივნისს CMA ფესტივალზე ნეშვილში. ფოტო: მონიკა მიურეი

კიტ ურბანმა მომავალი ალბომიდან High პირველი სინგლი Wildside გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი