ემინემი ახალი სიმღერის ტრეილერს აქვეყნებს

კომპოზიციას Tobey ემინემთან ერთად ორი რეპერი: Babytron და Big Sean ასრულებენ.

ემინემის ფანებს კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნებათ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად – რეპერმა ახალი ალბომის მეორე სინგლის გამოცემა დააანონსა. 

კომპოზიციაში, სახელწოდებით Tobey, მუსიკოსი რეპერების სამ სხვადასხვა თაობას აკავშირებს: თავად ემინემი, Babytron და Big Sean. სოციალურ ქსელში ემინემმა სიმღერის საშინელებათა ჟანრის ვიდეოს ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეოში რეპერს ჯეისონ ვურჰისის ნიღაბი უკეთია, ელექტრო ხერხს ქოქავს და ჭრის სხეულს, საიდანაც სისხლი ასხამს. Babytron და Big Sean კი ემინემს მშვიდად უყურებენ.

„GTA6-მდე ემინემი და BabyTron გამოვიდა,” – წერენ ფანები კომენტარებში.  

რეპერისთვის ეს BabyTron-თან პირველი, ხოლო Big Sean-თან მეოთხე თანამშრომლობაა. 

კომპოზიცია 2 ივლისს გამოვა, ხოლო მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი – 5 ივლისს. ემინემის რიგით მე-12 სტუდიური ალბომის The Death of Slim Shady (Coup De Grâce) გამოცემა კი ამ ზაფხულს იგეგმება.

51 წლის რეპერმა ახალი ალბომი სინგლით Houdini წარადგინა. სიმღერა Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზე გავიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ემინემის საუკეთესო შედეგია. 

ნახეთ Tobey-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კამილა კაბეიომ ახალი ალბომი – C,XOXO გამოუშვა

შემდეგი სტატია

Pearl Jam

ამერიკული როკ-ჯგუფი Pearl Jam ევროპაში კიდევ ორ კონცერტს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი