კლუბი Mtkvarze  წარმოგიდგენთ ფესტივალების სერიას სახელწოდებით – Zgvaze Series 

ივენთების სერია, რომელიც სამ უიქენდს მოიცავს, ციხისძირში 26 ივლისს დაიწყება.

Zgvaze Series არის კლუბ Mtkvarze-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალების სერია, რომელიც ზღვისპირას, ციხისძირში გაიმართება. ფესტივალის პირველი ღონისძიება 26-27 ივლისს, მეორე 9-10 აგვისტოს მესამე სერია კი 16-17 აგვისტოს არის დაგეგმილი.

Zgvaze Series  ქართული ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ფესტივალის განმავლობაში სცენას 80-მდე არტისტი დაიკავებს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ორი ლაივ პერფორმანსიც გაიმართება: Zgvaze სერიის პირველ კვირას ქუთაისში დაფუძნებული პოსტ-პანკ ბენდის – SKAZZ-ის ლაივი შედგება, ივენთების სერიის მომდევნო ღონისძიებაზე კი სცენა MAMAFLEX-ს  დაეთმობა.

ქეთა გაბუნია – Zgvaze Series-ის ორგანიზატორი; კლუბი Mtkvarze-ს დამფუძნებელი:

„Zgvaze Series კლუბ Mtkvarze-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალია, რომელიც ივენთების სერიის სახით 3 უიქენდს მოიცავს.  2024 წლის ზაფხულში ფესტივალი  ციხისძირში, პეტრას ციხესა და სანაპიროს შორის მდებარე უნიკალურ შენობაში და მის გარშემო არსებულ ღია ტერიტორიაზე გაიმართება, რომელიც აჭარის სუბტროპიკული ბუნებითაა გარშემორტყმული. 

ციხისძირის ბუნება აჭარაში ყველაზე გამორჩეულია.  ფესტივალის ლოკაციაში ყველა მისი თავისებურება იდეალურადაა წარმოდგენილი. 

ფესტივალს ორი, Breeze და Wave სცენა ექნება და ორივეს ზღვასთან პირდაპირი კავშირი აქვს. Breeze ვერანდის ტიპის გადახურული სცენაა შენობის მესამე სართულზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება შავ ზღვაზე. Wave სცენა ღია ცის ქვეშ, შენობის ეზოშია და ლაივ შემსრულებლებიც სწორედ ამ სცენაზე უკრავენ.

ფესტივალის ფარგლებში სამი 48-საათიანი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც 80-მდე ქართველი და საერთაშირისო DJ, სელექტორი და ლაივ შემსრულებელი ორ სხვადასხვა სცენაზე უკრავს“.

ნახეთ Zgvaze Series-ის ვიდეო, დაინტერესებულ პირებს კი ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე შეგეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმიანებიან

შემდეგი სტატია

ჯესი ჯეიმ ADHD/OCD დიაგნოზის შესახებ ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის ფესტივალისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ

სამი იტალიელი მაესტრო - ჯანანდრეა ნოზედა, რობერტო გაბიანი და კლაუდიო ვანდელი აქტიურად იყვნენ ჩართული ფესტივალის მოსამზადებელ პროცესში.
მეტი