ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
ფოტო: David Becker/WireImage

პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე ცნობილი მიუზიკლის ეკრანიზაცია Wicked და NBC Olympics თანამშრომლობას აანონსებენ. ოლიმპიადასთან დაკავშირებით, პარიზში გამოჩნდა ფილმის თემატური მატარებელი, რომელიც მაყურებელმა კინოსურათის ტრეილერშიც იხილა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩაუვლის ფენტეზის ესთეტიკით შექმნილი თემატური მატარებელი ეიფელის კოშკს და შემდეგ სადგურში ჩერდება. „ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.  

ცოტა ხნის წინ Wicked-ის შემქმნელებმა სცენის მიღმა სამუშაო პროცესის ამსახველი კადრები გაავრცელეს, რომელიც მაყურებელს აჩვენებდა, თუ როგორ შეიქმნა ფილმის გადასაღები მოედანი. კინოსურათის რეჟისორი ჯონ ემ ჩუ ვიდეოში სწორედ ამ მატარებელზე საუბრობს და ამბობს, რომ ის 16 ტონას იწონის. სწორედ ამის გამო, ამ რეკვიზიტის პავილიონში მიტანას ორი დღე დასჭირდა. 

Wicked-ის მატარებლის გამოჩენის პერიოდში პარიზში იმყოფებოდა არიანა გრანდეც. ის ერთ-ერთი მომღერალია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე შენიშნეს. პარიზში ასევე იმყოფებიან სელინ დიონი და ლედი გაგა. დიონი და გაგა სავარაუდოდ  ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებენ. 

რაც შეეხება Wicked-ს, ფილმი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა ნოემბერს შედგება. თავდაპირველად პრემიერის თარიღად 27 ნოემბერი იყო განსაზღვრული, თუმცა კინოსტუდია Universal Pictures-მა განაცხადა, რომ ფილმს მაყურებელი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 22 ნოემბრიდან იხილავს. ფილმში მთავარ როლებს არიანა გრანდე და სინთია ერივო ასრულებენ. მიუზიკლის ეკრანიზაციაში ასევე მონაწილეობს ჯეფ გოლდბლუმი, ჯონათან ბეილი, მიშელ იო  და სხვები. 

ნახეთ Wicked-ის  მატარებლის პრიზში გამოჩენის ამსახველი ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კამალა ჰარისი მხარდამჭერებს თავისუფლებას ბიონსეს ამავე სახელწოდების სიმღერის ფონზე ჰპირდება 

შემდეგი სტატია

Will Smith

უილ სმითი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი