უილ სმითი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება

უილ სმითის ალბომი 2005 წლის შემდეგ პირველად გამოვა
Will Smith
Will Smith

რეპერმა და მსახიობმა Black Film Allies-თან ინტერვიუში საუბრისას გაამხილა, რომ ახალ პროექტზე მუშაობს: “ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სტუდიაში ვმუშაობდი, ეს იქნება მუსიკალური პროექტი, რომელიც ყველაზე პირადული და ემოციურია რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ამ მუსიკის ძირითადი იდეაა ის, რომ უნდა იცეკვო ყველაზე რთულ მომენტებშიც კი“.

უილ სმითმა წელს გამართულ BET Awards-ზე ახალი სიმღერა, You Can Make It შეასრულა, რომლის დებიუტიც Hot Gospel Songs-ის ჩარტში შედგა.

არტისტმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამ რილსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ახლახან დაასრულა ალბომზე მუშაობა. ეს იქნება პირველი ალბომი, რომელსაც უილ სმითი 2005 წლის ალბომ  Lost and Found-ის გამოსვლის შემდეგ გამოსცემს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მუსიკალური პროექტის სათაური და მისი გამოშვების თარიღი ცნობილი არ არის, არსებობს ინსტაგრამ გვერდი და ვებსაიტი სახელწოდებით Dance in Your Darkest Moments, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ალბომის სახელწოდებაც სწორედ ეს იყოს. 

ნახეთ უილ სმითის ინსტაგრამ ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

შემდეგი სტატია

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი