სელინ დიონის შთამბეჭდავი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზე 

ედიტ პიაფის Hymne A L’Amour-ის შესრულებით მომღერალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა.
სელინ დიონი
Kristina Bumphrey

ჭორები იმის შესახებ, რომ სელინ დიონი სცენას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუბრუნდებოდა, გამართლდა. ლეგენდარული მომღერალი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე შთამბეჭდავი გამოსვლით წარდგა. 

ვარსკვლავმა ედიტ პიაფის სიმღერა Hymne A L’Amour ეიფელის კოშკიდან შეასრულა, რომელიც ოლიმპიური რგოლებით იყო განათებული. ფორტეპიანოს აკომპანემენტით, თეთრ კაბაში გამოწყობილმა დიონმა აუდიტორიას უნაკლო შესრულება შესთავაზა.

ეს მომღერლის პირველი გამოსვლაა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ტურნე გააუქმა და გაამხილა, რომ ის გაშეშებული ადამიანის სინდრომს ებრძოდა – იშვიათ ნევროლოგიურ აშლილობას, რომელიც კუნთების მძიმე სპაზმს იწვევს. 

Სელინ დიონმა სცენაზე დაბრუნების იმედი მსმენელს მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში I Am: Celine Dion მისცა: „თუ ვერ ვირბენ, ვივლი. თუ ვერ ვივლი, ვიხოხებ… არ გავჩერდები,” – ამბობს ფილმში მომღერალი. კვირის დასაწყისში კი დიონი პარიზში შენიშნეს, სადაც, სასტუმროდან გამოსული, ფანებს მიეგება.

სელინ დიონისთვის ეს არ არის პირველი ოლიმპიური გამოსვლა. 1996 წელს მან ასევე იმღერა ატლანტის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც The Power of the Dream შეასრულა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ასევე დაინთო ოლიმპიური ცეცხლი ერთთვიანი ესტაფეტის შემდეგ, რომელშიც Snoop Dogg, ფარელ უილიამსი და BTS-ის ჯინიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი ოლიმპიური სცენა ლედი გაგამ დაიკავა და კაბარეს სტილში ფრანგულ ენაზე Mon Truc en Plume შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ბიონსემ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გადაღებულ ვიდეოში შეერთებული შტატების ნაკრები წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი