სნუპ დოგმა ელისაბედ მეორეთან თავის კავშირზე ისაუბრა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სნუპ დოგმა მონარქზე საჯაროდ ილაპარაკა.
Jerod Harris/Getty Images

სნუპ დოგმა ელისაბედ მეორესთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გაერთიანებული სამეფოს რადიოსადგურ Capital FM-ის ეთერში ჯორდან ნორსთან ინტერვიუს დროს, რეპერი ბრიტანელ მონარქთან თავის კავშირს შეეხო. სნუპ დოგმა აღნიშნა, რომ მომავალი მეფე უილიამი მისი ფანია და შვილიშვილის ამ მუსიკალურ სიყვარულს ელისაბედ მეორეც იზიარებდა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სნუპ დოგმა მონარქზე საჯაროდ ისაუბრა. 2015 წელს The Guardian-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან გაამხილა, რომ 1994 წელს, როცა ინგლისს საკონცერტო ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა,  ელისაბედ დედოფალმა ქვეყნიდან მისი დეპორტაცია შეაჩერა.

ინგლისიდან ჩემი დეპორტაცია სცადეს. მაშინ დედოფალი ამას გამოეხმაურა. „მის შვილიშვილებს ვუყვარდი და ნება დამრთო, ქვეყანაში დავრჩენილიყავი,”- განაცხადა სნუპ დოგმა წლების წინ  The Guardian-ის ჟურნალისტთან საუბრისას. რეპერი ამ ინტერვიუში სწორედ ჰარისა და უილიამზე საუბრობდა. 

სნუპ დოგი ბოლო დროს მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტელეკომპანია NBC-ის სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით წარდგა. სპორტული მოვლენის მსვლელობისას რეპერი NBC-ის ეთერში დიდი სპორტული მოვლენის სატელევიზიო გაშუქებაში აქტიურად არის ჩართული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent 2022 წლის 5 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ფოტო: გილბერტ ფლორესი

50 Cent-ის თქმით Drake-ს კენდრიკ ლამართან დაპირისპირებით არაფერი დაუკარგავს

შემდეგი სტატია

Nini Iris - ძალა დამელია დარდით

Nini Iris-ის ახალი ვიდეო კლიპი 9 აგვისტოს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი