Charli XCX-ის ახალი ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს ჩარტების პოტენციური ლიდერია

Charli XCX-მა სიმღერა ბილი აილიშთან ერთად ჩაწერა.
Billie Eilish and Charli xcx. Terrence O’Connor

Charli XCX-ის ახალი ალბომო BRAT ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ჩანაწერია. ახლახან არტისტი თავისი ბოლო სინგლით Guess გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში დაწინაურდა. 

მომღერალმა Guess-ის რემიქსი მუსიკალური ვიდეოთი წარადგინა. Charli XCX-მა სიმღერა ბილი აილიშთან ერთად ჩაწერა. ნამუშევარი მალევე ვირუსულ სიმღერად იქცა და სოციალურ ქსელებს მოედო. 

მუსიკალური სარეიტინგო სიების პოტენციური ლიდერია Charli XCX-ის კიდევ ერთი სიმღერა – Apple. წინასწარი მონაცემების მიხედვით, სიმღერა გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ათეულში მალე დაწინაურდება. მე-11 ადგილზეა წარმოდგენილი ალბომის კიდევ ერთი სინგლი – 360. 

ჩარტების ახალი შედეგები პარასკევს გამოქვეყნდება და, შესაძლოა, Charli XCX-მა, როგორც სოლო შემსრულებელმა, პირველი ადგილიც დაიკავოს. 

ნახეთ კლიპი, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Guess: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LOUDspeakers

LOUDspeakers ახალ სიმღერას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

SZA 2024 წელს Dreamville მუსიკალური ფესტივალის დროს. ფოტო: ასტრიდა ვალიგორსკი

SZA ცოტა ხნით მუსიკალურ მოღვაწეობას წყვეტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი