აგვისტოს ომის დროს დაწერილი ნაწარმოები – ბიბი კვაჭაძე 16 წლის წინ შექმნილ კომპოზიციას აქვეყნებს

„ყელში გაჩხერილი ბურთი იყო და დღემდე არის ჩემთვის ეს ტკივილი!”
ქავერის ავტორი: ნინო კვაჭაძე

ბიბი კვაჭაძემ მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა. Arrogance 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს შეიქმნა, თუმცა აქამდე მუსიკოსს ის საჯაროდ არ გამოუქვეყნებია. ომის ტკივილით დაწერილი ნაწარმოების პრემიერა 16 წლის შემდეგ, სწორედ 8 აგვისტოს შედგა. 

ბიბი კვაჭაძე:

„მახსოვს ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც აგვისტოს ომის დროს მივიღეთ ყველამ. ნეგატიურ ეიფორიაში ვიყავი… მძულდა აგრესორი და სისხლისმღვრელი! საშინლად მენანებოდნენ ჩვენი ქართველი ბიჭები. ზოგს პირადად ვიცნობდი კიდეც და პატივი მქონდა, წლების განმავლობაში მემუშავა მათთან, როგორც სამხედრო თარჯიმანს. ეს ნარჩევი ვაჟკაცები, რომლებიც ამ უთანასწორო და დაუნდობელ ომს შეეწირნენ… ყელში გაჩხერილი ბურთი იყო და დღემდე არის ჩემთვის ეს ტკივილი! სწორედ იმ პერიოდში ინსტრუმენტს მივუჯექი და ამ ჩანახატის წერა დავიწყე… 

ეს სინგლი აგვისტოს ომს ეძღვნება – ჩემს და ჩვენს დიდ ტკივილს. მისი სახელწოდებაა Arrogance – „ამპარტავნება”, რადგან სწორედ ამპარტავნებაა კაცობრიობის პირველი მტერი. ამ ნაწარმოებში შექმნილი ხმოვანებით, ჰარმონიული ცვლილებებითა და მელოდიკით შევეცადე, გამომეხატა, თუ როგორი შეიძლება იყოს ამპარტავნების მდგომარეობა – ასე ვთქვათ, როგორ „ჟღერს” ძალაუფლების მოყვარული ადამიანი თუ სახელმწიფო და ზოგადად, უსამართლობა. როგორი სიხშირული დატვირთვა აქვს გაბოროტებული ტერორისტის თავში დაბადებულ და განვითარებულ სისხლის წყურვილს. ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პლანეტაზე უბედური იყოს… და ნებისმიერი ომი სწორედ ამპარტავნებით არის გამოწვეული!”

მოუსმინეთ კომპოზიციას Arrogance:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ლეჯენდმა ახალი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

2024 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია: ბილი აილიში, Snoop Dogg, Dr. Dre და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი