გიორგი ერგემლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ციფრული აუდიო პროგრამის ბაზაშია

FL Studio-ს იყენებენ ისეთი არტისტები და პროდიუსერები, როგორებიც არიან Metro Boomin, ალან უოკერი, Soulja Boy, მარტინ გარიქსი და სხვები.
გიორგი ერგემლიძე

გიორგი ერგემლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ციფრული პროგრამის, FL Studio-ს ბაზაშია. ინფორმაცია ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

FL Studio ციფრული აუდიო სამუშაო სივრცეა, რომელიც 1998 წლიდან ფუნქციონირებს. ის ფართოდ გამოიყენება მუსიკის შესაქმნელად არტისტებისა და პროდიუსერების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამას აქტიურად იყენებენ Metro Boomin, ალან უოკერი, Soulja Boy, მარტინ გარიქსი და სხვები. დღეიდან კი FL Studio-ს მომხმარებლებს თავიანთ მუსიკაში ქართველი არტისტის სემპლების გამოყენებაც შეეძლებათ. გიორგი ერგემლიძე პროგრამის ახალი პაკეტის, Retrowave Featured Artists-ის ბაზაში დაამატეს. 

გიორგი ერგემლიძე:

„FL Studio-დან თავად მომწერეს და მთხოვეს, რომ ჩემი სიმღერებიდან კონკრეტული ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, რომლებიც ახლიდან გააკეთეს ისე, რომ სხვებსაც შეეძლოთ დაკვრა და მათი გამოყენება. გარდა ამისა, ჩამაწერინეს ჩემი ვოკალის ფრაზებიც (სემპლები). ეს ყველაფერი კი მათ ახალ FLEX პაკეტში შევიდა, სახელწოდებით Retrowave Featured Artists. აღსანიშნავია, რომ სულ მსოფლიოდან 7 არტისტი აირჩა ამ ბაზისთვის და მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Red Hot Chili Peppers 2023 წლის Global Citizen-ის კონცერტზე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში - ფოტო: არტურო ჰოლმსი

Red Hot Chili Peppers-მა Unlimited Love ტურნე დაასრულა, მის ფარგლებში 3.4 მილიონი ბილეთი გაიყიდა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ მაკარტნი „მზიურის“ კაფეს მხარდაჭერას უცხადებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი