ევროპული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე სახლში, სამი შვილისა და ოჯახის გარემოცვაში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალენ დელონი - „სამურაი“ (1967 წლის ფილმი)
ალენ დელონი – „სამურაი“ (1967 წლის ფილმი)

ალენ დელონი ფრანგული კინოს ოქროს ეპოქის ვარსკვლავი იყო, რომელიც სახასიათო კინოროლებით გახდა ცნობილი.

„იგი მშვიდად, ლუარის რეგიონში მდებარე  სახლში, სამი შვილისა და ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა,” – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ალენ დელონმა 1960-იან წლებში საყოველთაო აღიარება და ცნობადობა ისეთ ფილმებში თამაშით  მოიპოვა, როგორებიც არის  „როკო და მისი ძმები“ და „ლეოპარდი“. კარიერის განმავლობაში მსახიობს 90-ზე მეტი კინოროლი აქვს შესრულებული.

ალენ დელონის ბოლო მნიშვნელოვანი საჯარო  გამოსვლა კანის კინოფესტივალზე 2019 წელს შედგა, რა დროსაც მას საპატიო პალმის რტო გადაეცა.

ფრანგულ კინოს ლეგენდას მიღებული აქვს  მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „სეზარის“ ჯილდო,  კანისა და ბერლინის კინოფესტივალების საპატიო ჯილდო, ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე და მინიჭებული ჰქონდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერის წოდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯგუფი „მგზავრები” ჩრდილოამერიკულ და ევროპულ ტურნეში მიემგზავრება

შემდეგი სტატია

Tinariwen – გრემის მფლობელი ჯგუფი საჰარიდან თბილისს ეწვევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი