ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინება მოითხოვა

წყვილი 2022 წელს დაქორწინდა.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
Kevin Winter/GI

ორწლიანი ქორწინების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინება მოითხოვა. ინფორმაციას „ბილბორდი” ადასტურებს.

დოკუმენტში განქორწინების თარიღად 2024 წლის 26 აპრილია მითითებული, თუმცა ხელმოწერილია 20 აგვისტოს – 2 წლის თავზე წყვილის ქორწილიდან, რომელიც ჯორჯიაში შედგა. ჯერჯერობით ლოპესსა და აფლეკს განქორწინება საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის პირველი რომანი 2002 წელს Gigli-ს გადასაღებ მოედანზე დაიწყო. წყვილი დაინიშნა, თუმცა 2003 წელს დაგეგმილი ქორწილი გადაიდო. 2004 წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. აფლეკისა და ლოპესის რომანი 2021 წელს განახლდა და ამჯერად ქორწინებით დასრულდა. ხელმოწერიდან ერთი თვის თავზე, 2022 წლის აგვისტოს „ბენიფერმა” ქორწილი ჯორჯიაში, საკუთარ სახლში, ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა.

ლოპესისთვის ეს  მეოთხე ქორწინება იყო ოხანი ნოას, კრის ჯადისა და მარკ ენტონის შემდეგ. აფლეკი კი მანამდე ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული.

„არასდროს მიფიქრია, რომ ის და მე ისევ ერთად ვიქნებოდით,” – უთხრა ლოპესმა „ბილბორდს” ბენ აფლეკთან ურთიერთობაზე საუბრისას. „მე უბრალოდ არ მტოვებდა იდეა, რომ რაღაც მშვენიერი მელოდა წინ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად იყო. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. და მაშინ, როცა იმ წერტილამდე მივედი, რომ მარტოც კარგად ვგრძნობდი თავს და ამისთვის ურთიერთობები არ მჭირდებოდა, თითქოს სამყარო გაიხსნა ჩემთვის და მითხრა: „აი, შენ.”
წყვილის ქორწინებაში პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაზაფხულზე გავრცელდა, როცა ბენ აფლეკი არ დაესწრო ლოს-ანჯელესსა და მეხიკოში გამართულ პრემიერებს „ნეტფლიქსის” ფილმისა Atlas, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MEME & Denivarlevi - ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება: ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია

MEME-ს და Denivarlevi-ს ერთობლივი სიმღერა I HEAR YOU CALLING MY NAME 25 აგვისტოს გამოვა

შემდეგი სტატია

ლედი გაგა და ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის” მეორე ნაწილში ცოცხლად მღერიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი