ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ – განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns
ბრიუს სპრინგსტინი – 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი
Iwi Onodera/Redferns

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ – განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როკმუსიკოსის მოღვაწეობა 50 წელზე მეტს ითვლის, ბრიუს სპრინგსტინი სრულებითაც არ აპირებს მუსიკალური კარიერისთვის თავის დანებებას. 23 აგვისტოს, ფილადელფიის Citizens Bank Park-ში გამართული შოუს დროს მუსიკოსმა ჭორები გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ გააქარწყლა და აუდიტორიას განუცხადა, რომ ჯერ გაჩერებას არ აპირებს. „ჩვენ 50 წელზე მეტია, რაც აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! არ ვგეგმავთ გამოსამშვიდობებელ ტურნეს და ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ბოლო მუსიკალური ტურნე.“

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია და შენს სახელს ყვირის? არსად წასვლას არ ვაპირებთ,” – განაცხადა ბრიუს სპრინგსტინმა მიმდინარე ტურნეს დროს.

ბოლო ტურნესთან დაკავშრიებით გავრცელებული ჭორები გიტარისტმა სტივენ ვან ზანდტმაც უარყო: „ვერ ვხედავ ვერანაირ დასასრულს, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ჩვენ დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ.“

ჭორები ბრიუს სპრინგსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია, როცა გასული წლის სექტემბერში მუსიკოსს ზოგიერთი შოუს გადადება მოუწია.

მიმდინარე ტურნე 22 ნოემბერს ვანკუვერში სრულდება. ოქტომბერში კი დოკუმენტური ფილმის, Road Diary: Bruce Springsteen And The E Street Band-ის გამოსვლა იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Linkin Park 100-საათიანი უკუთვლის პოსტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ლიზო ერთწლიან შემოქმედებით პაუზას იღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

„კარგი ტეილორ ... შენ გაიმარჯვე ... მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი