„ეს სიზმარია” – SKAZZ-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა

ბენდმა Billboard Georgia-სთან უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა.
SKAZZ
SKAZZ

ქართულმა პოსტ-პანკ ჯგუფმა SKAZZ ახალი კლიპი გამოუშვა. ვიდეო გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით „ეს სიზმარია”. ვიდეოს რეჟისორები ბექა ბეგიაშვილი და ზაზა ლოლაშვილი არიან, მონტაჟზე კი საბა  ბუთიკაშვილმა იმუშავა. კლიპი გადაღებულია სარეპეტიციო სივრცეში Paper Box Studio. 

როგორც ბენდის წევრები Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობენ, კლიპის იდეა სპონტანურად გაჩნდა და შემოქმედებით გუნდს გადაღებებამდე ორი დღით ადრე დაუკავშირდნენ.  

საბა ვაშაყმაძე, SKAZZ:

„ამ ტრეკზე ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ  გვინდოდა, აუდიო ჩანაწერთან ერთად იმის ვიზუალური მხარეც გვეჩვენებინა, რაზეც ვმღერით. ეს არის უხეში, ბინძური გარემო, საიდანაც გამოღვიძებას ცდილობ,  მაგრამ უშედეგოდ. ვიდეოებთან დაკავშირებით არაერთი შემოთავაზება გვქონია, მაგრამ ამ ეტაპზე გვირჩევნია, ეს პროცესი ჩვენს მეგობრებს მივანდოთ.”

სამომავლოდ ბენდი მსმენელს არაერთ სიახლეს ჰპირდება. მათ შორის არის კიდევ ახალი ვიდეოკლიპი და შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტები ევროპაში. დეტალებს ჯგუფი თავის გულშემატკივარს სულ მალე გაუზიარებს.

„საბედნიეროდ ზაფხულმა მოგვცა დრო, რომ ახალ მუსიკაზე გვემუშავა. ჩვენთვის ფავორიტი ერთ-ერთი ტრეკის ვიდეოსათვის უკვე სცენარსაც ვწერთ, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში დავდებთ. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ჯგუფ MokuMoku-სთან ერთად ახალ ტრეკზე ვმუშაობთ მათსავე სტუდიაში. ამის შესახებ მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვით”.

SKAZZ საბა ვაშაყმაძისა და ნოდო კუპრავას მიერ ჩამოყალიბებული  ბენდია, რომლის ისტორია ქუთაისში დაიწყო. დღესდღეობით SKAZZ თანამედროვე ქართული პანკ-სცენის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სათამაშო

„სათამაშო“ – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი თელავიდან

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: პირველი ნაწილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი