ლიზო ბალიზე იმყოფება და შესაძლოა იქ კიდევ გარკვეული დროით დარჩეს.
„ერთწლიან პაუზას ვიღებ და ჩემს სიმშვიდეს ვიცავ,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.
ცოტა ხნის წინ ლიზომ გამომწერებისთვის ინდონეზიაში ვიზიტის გაზიარება დაიწყო. ერთ-ერთ პოსტში ის წერდა: „სამწუხაროდ, ბევრი ბიკინის ფოტოს დადება მომიწევს.” ინსტაგრამის სთორიში კი მომღერალმა ბალის აივნიდან ვარჯიშის ვიდეოც გამოაქვეყნა.
ზაფხულამდე ვარსკვლავმა გულშემატკივარს თავისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. „ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ ბოლო 10 თვის განმავლობაში,” – წერდა ლიზო ინსტაგრამზე მაისში. „უცნაური ამბავი დეპრესიის დროს ის არის, რომ ვერ ხვდები, რომ დეპრესიაში ხარ, სანამ იქიდან არ გამოხვალ. Რა თქმა უნდა, ისეთი უდარდელი არ ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ ის შავი ღრუბელი, რომელიც სულ თან დამყვებოდა, როგორც იქნა, იწმინდება. ჩემი ღიმილი ისევ ჩემს თვალებს სწვდება და ეს გამარჯვებაა.”
მანამდე, მარტში ლიზომ იმედგაცრუება გამოხატა მის მიმართ არსებული საჯარო კრიტიკის გამო: „დავიღალე იმის ატანით, რომ ყველა მე მაკრიტიკებს ცხოვრებასა თუ ინტერნეტში. ერთადერთი, რაც მინდა, მუსიკის კეთებაა და ამით ადამიანებისთვის ბედნიერების მოტანა. მაგრამ უკვე ვიჯერებ, რომ სამყაროს ეს არ უნდა. მუდმივად მიწევს ტყუილებთან გამკლავება, რომლებსაც ჩემზე ამბობენ. დამცინიან იმის გამო, როგორც გამოვიყურები. მაკრიტიკებენ ისეთი ადამიანები, ვინც არ მიცნობენ. მე ამ ყველაფერზე ხელი არ მომიწერია. ამიტომ, მივდივარ.”
შემდეგ კი ლიზომ ახსნა, რომ აღნიშნული პოსტი არ ნიშნავდა კარიერაზე უარის თქმას. „უნდა დავაზუსტო: როცა ვამბობ, რომ მივდივარ, ვგულისხმობ, რომ უარს ვამბობ, ყურადღება მივაქციო ნებისმიერ ნეგატიურ ენერგიას. მე არ ვაპირებ, უარი ვთქვა ჩემი ცხოვრების ბედნიერებაზე, რაც არის მუსიკის კეთება და რაც კავშირშია ადამიანებთან. ვიცი, რომ მარტო არ ვარ. მე განვაგრძობ სიარულს და ვიქნები ის, ვინც ვარ.”
ახლა კი ლიზო, როგორც ჩანს, ბუნებისა და ვარჯიშის დახმარებით განიტვირთება.
ნახეთ ლიზოს ინსტაგრამ პოსტი: