ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსმა წვეულება გამართეს, სადაც ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსიც იმყოფებოდნენ

ტეილორ სვიფტმა „ერას ტურის“ ევროპული ნაწილი ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი სუპერ ბოულ 58-ის ფეხბურთის თამაშზე. 2024 წლის 11 თებერვალი. ფოტო: მაიკლ ოუენსი
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი სუპერ ბოულ 58-ის ფეხბურთის თამაშზე. 2024 წლის 11 თებერვალი.
ფოტო: მაიკლ ოუენსი

ცნობილი „ერას ტურის“ ევროპული შოუების შემდეგ ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი გარკვეულ დროს დასვენებას უთმობენ. წყვილი როდ-აილენდზე, ცნობილ მეგობრებთან წვეულებაზე შენიშნეს. საღამოზე მათთან ერთად ბრედლი კუპერი, ტრევისის ძმა ჯეისონ კელსი, მისი მეუღლე კაილი, პატრიკ და ბრიტანი მაჰონები, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსიც იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტრევის კელსი ტურნეს განმავლობაში ტეილორის ათზე მეტ კონცერტს დაესწრო. სცენაზე კი მისი დებიუტი ლონდონში, სიმღერა I Can Do It With a Broken Heart-ის დროს შედგა, სადაც, სცენარის მიხედვით, თითქოსდა, დაღლილი ტეილორი ხელში აყვანილი დივნამდე მიიყვანა, შემდეგ კი გაამხნევა და შოუს გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ერას ტურის“ ჩრდილოამერიკული ნაწილი კანადის ქალაქ ტორონტოში 14 ნოემბერს დაიწყება და ვანკუვერში 8 დეკემბერს დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თამადა ამერიკულ ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

P!nk ქალიშვილთან ერთად კულისებში გადაღებულ ვიდეოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი