ჯონ სინამ გაამხილა, თუ რა გახდა მისი მუსიკალური კარიერის შთაგონების წყარო

სპორტსმენმა და მსახიობმა აღმოსავლეთ მხარის რეპის მიმართ მის სიყვარულზე ისაუბრა.
ჯონ სინა ფოტო: ჯეისონ კორნერი
ჯონ სინა
ფოტო: ჯეისონ კორნერი

WWE-ს სუპერვარსკვლავმა და მსახიობმა ჯონ სინამ ჰიპ-ჰოპის სიყვარულზე შენონ შარპთან ინტერვიუს დროს Club Shay Shay-ში ისაუბრა. ჯონ სინა მასაჩუსეტში  გაიზარდა, ქალაქში, რომელიც თეთრკანიანთა დასახლებად არის ცნობილი. რეპ მუსიკა მას მკაცრი აღზრდის წინააღმდეგ პროტესტისა და ამბოხის გამოხატვაში ახალგაზრდობიდანვე ეხმარებოდა. 

სინამ ასევე ისაუბრა მისი რინგზე შემოსვლის საკულტო სიმღერის The Time is Now-სა და მისი ერთადერთი ალბომის You Can’t See Me-ს შესახებაც. როგორც ირკვევა, მან საკუთარი სიმღერების შექმნა იმიტომ გადაწყვიტა, რომ არ მოსწონდა ის სტანდარტული ჰიპ-ჰოპ ტრეკები, რასაც WWE – World Wrestling Entertainment-ი სთავაზობდა. „იმ დროს WWE როკმუსიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე ჰიპ-ჰოპს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თავად შემექმნა რეპი. ჩემს მეგობარს დავუკავშირდი, რომელსაც სტუდია აქვს და რამდენიმე ბიტი შევქმენით.” 2005 წელს გამოსულმა ამ ალბომმა სინას ბილბორდ 200-ში მე-15 ადგილი მოუტანა.

ჯონ სინამ სამი საუკეთესო სპორტსმენი-რეპერი დაასახელა: შაკი, კობი და Master P., ხოლო რეპერებს შორის რაკიმი, ჯეი-ზი, ნასი და ემინემი გამოარჩია. „ჩვენ ყველა ასე თუ ისე მიკერძოებულები ვართ. სწორედ ეს ხდის მუსიკას განსაკუთრებულსა და უნიკალურს,” – აღნიშნავს სპორტსმენი. სინას თქმით, ადრეულ ასაკში მასზე გავლენა აღმოსავლეთ ნაწილის რეპის სტილმა მოახდინა, რომელიც თავისი ტექსტებითა და რითმული ჟღერადობითაა ცნობილი. სწორედ ეს იქცა ჯონ სინასთვის შთაგონების წყაროდ და მთავარ ძალად მისი პიროვნების ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესში. 

ჯონ სინას ცნობილი ხელის ჟესტი You can’t see me, რომელსაც ის რინგზე ხშირად იყენებდა, ჯგუფ G-Unit-ის რეპერის, ტონი იაიოსგან იყო შთაგონებული. 2022 წელს, ტონი იაიომ გააზიარა ვიდეო, სადაც სინა ამ ჟესტს ჯიმი ფელონის შოუში განმარტავს.

ნახეთ ჯონ სინას სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: მეორე ნაწილი

შემდეგი სტატია

CIA-ს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის ვენის კონცერტზე დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები ათიათასობით ადამიანის მოკვლას აპირებდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი