ABBA-მ  დონალდ ტრამპს კამპანიიდან სიმღერის Winner Takes All ამოღება მოსთხოვა

ABBA Baillie Walsh
ABBA
Baillie Walsh

შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ დონალდ ტრამპს თხოვნით მიმართა, წინასაარჩევნო გამოსვლებზე მათი მუსიკის გამოყენება შეწყვიტოს. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენლობა  კი ამტკიცებს, რომ მათ ამ მუსიკის გამოყენების სრული უფლება აქვთ.

Associated Press-ის ინფორმაციის მიხედვით, ABBA-მ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალით აღმოაჩინა, რომ ტრამპის გამოსვლების დროს მათი მუსიკა და ვიდეოკლიპები არასათანადოდ არის გამოყენებული.

„ABBA-მ და მათმა წარმომადგენლობამ დაუყოვნებლივ მოითხოვეს ამ ვიდეოების ფლეილისთიდან ამოღება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არანაირი ნებართვა და ლიცენზია ამ მუსიკის გამოყენებისთვის არ გაუციათ.”

ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ მუსიკის გამოყენების ლიცენზია აქვთ: „კამპანიას ჰქონდა ABBA-ს მუსიკის გამოყენების ლიცენზია, რომელიც BMI-სთან და ASCAP-თან ჩვენი შეთანხმებით მოიპოვა.”

ABBA იმ არტისტთა გრძელ სიას  უერთდება, რომელიც დონალდ ტრამპს მათი სიმღერების გამოყენების უფლებას არ აძლევს. 2020 წლის არჩევნების დროს ამ სიაში იყვნენ: ბრიუს სპრინგტინი, რიანა, ფილ კოლინზი, ფარელი, ჯონ ფოგერტი, ნილ იანგი, ედი გრანტი, Panic! at the Disco,  R.E.M. და Guns N’ Roses.

სელინ დიონმა რესპუბლიკელების კანდიდატს საპრეზიდენტო კამპანიიდან სიმღერა My Heart Will Go On-ის ამოღება მოსთხოვა, ბიონსემ კი სიმღერა Freedom-ის გამოყენების გამო ტრამპის ვიდეო დაბლოკა. 2016 წელს პოლიტიკურ მიტინგებზე ტრამპს მისი სიმღერების ამოღება ადელმაც მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას საშემსრულებლო, საავტორო უფლებების მქონე ორგანიზაციებისგან (ASCAP და BMI) სიმღერის გამოყენებაზე სრული ნებართვა აქვთ მიღებული, ამ შემთხვევაში კამპანიებს არ სჭირდებათ არტისტებისგან დამატებითი ნებართვის მიღება. 

შვედურმა გამომცემლობამ Svenska Dagbladet-მა თქვა, რომ მისი რეპორტიორი ივლისში, მინესოტაში ტრამპის გამოსვლას ესწრებოდა, სადაც სიმღერა The Winner Takes it All გაჟღერდა. Universal Music-ის თქმით, ეს იყო ერთადერთი ღონისძიება, სადაც ABBA-ს მუსიკა გამოიყენეს.

ბილბორდ 100-ში ABBA-ს ოცი სიმღერაა შესული. 2021 წელს ბენდმა ალბომი Voyage გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky უკრაინაში გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს სიმღერაზე Tailor Swif

შემდეგი სტატია

ნახეთ ნოელ გალაგერის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიშალა „ოაზისი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი