30 აგვისტოს ბრიტნი სპირსმა იდუმალებით მოცული მესიჯი ინტერნეტში გამოაქვეყნა. მომღერალი ახალ კინოპროექტზე ალაპარაკდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მის ბიოგრაფიულ ფილმს არ ეხება. აღსანიშნავია რომ, მსახიობ ემა რობერტს ბრიტნი სპირსის როლის შესრულება სურს ფილმში, რომელიც სუპერვარსკვლავის ცნობილი მემუარების, The Woman in Me-ს (ქალი ჩემში) მიხედვით უნდა გადაიღონ.
„პროექტი, რომელში მონაწილეობაც შეიძლება მივიღო, არ არის ჩემი ბიოგრაფიული ფილმი, ეს ფანტასტიკური ჟანრის მიუზიკლია, სადაც მე ჭკვიან პერსონაჟს ვთამაშობ. ჩემთვის პატივია ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, როგორიც არის ჯონ ჩუ”- წერს სუპერვარსკვლავი ინტერნეტში.
გავრცელებული ინფორმაციით, Universal Pictures-მა ბრიტნი სპირსის ყველაზე გაყიდვადი მემუარების, The Woman in Me (ქალი ჩემში), ფილმად გადაქცევის უფლება მოიპოვა. წიგნი ბრიტნი სპირსის პოპულარობის შესახებ მოგვითხრობს, გვიყვება ბრიტნი სპირსის და ჯასტინ ტიმბერლეიკის პირად ურთიერთობებზე, ასევე ეხება ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიც არის ორსულობა და აბორტი.
Variety-ის ცნობით, ფილმზე Wicked-ის რეჟისორი ჯონ ჩუ და პროდიუსერი მარკ პლატი იმუშავებენ. ბრიტნი სპირსმა აგვისტოს დასაწყისში კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ინფორმაცია გაავრცელა: „აღფრთოვანებული ვარ და მინდა ჩემს თაყვანისმცემლებს გავუზიარო რომ #MarcPlatt-თან ერთად საიდუმლო პროექტზე ვმუშაობ. იგი ყოველთვის ჩემთვის საყვარელ ფილმებს იღებს, ასე რომ დარჩით ჩვენთან და თვალი გვადევნეთ.”
ემა რობერტს Cosmopolitan-თან მიცემულ ბოლო ინტერვიუში გავრცელებული ჭორების შესახებ ჰკითხეს. ბრიტნი სპირსის ასისტენტ ფელისია კულოტას თქმით, ემა შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა ბრიტნის როლისთვის სუპერვარსკვლავის ბიოგრაფიულ ფილმში.
ემა რობერტსმა კი ამის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი დიდი ოცნებაა, ვითამაშო ბრიტნი სპირსის როლი მის ბიოგრაფიულ ფილმში. მართალია, ეს მხოლოდ ჭორია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს ოცნება ამიხდება. მახსოვს, ოთახში ვიკეტებოდი და ბრიტნის 2003 წლის ალბომს გაუჩერებლად ვუსმენდი, რათა სიმღერის სიტყვები ზეპირად მცოდნოდა.”
ამ დროისთვის ბრიტნი სპრისის ბიოგრაფიულ ფილმზე ოფიციალური კასტინგი ჯერ არ გამოცხადებულა. მიუზიკლის შესახებ პოსტი კი ბრიტნის ინსტაგრამზე შეგიძლიათ იხილოთ.