Dior-მა J’Adore-ის ახალი სახის, რიანას მონაწილეობით სუნამოს ვიდეოკამპანია წარადგინა

„შენი ოცნებები – აქციე ისინი რეალობად,” – ამბობს რიანა ვიდეოში.
რიანა. ფოტო: Swan Gallet / WWD

პირველ სექტემბერს Dior-მა მოდის სახლის ბესტსელერი სუნამოს, J’Adore-ის ახალი სახე, რიანა, ოფიციალურად წარადგინა. Dior-მა სუნამოს ახალ ეპოქას ვიდეოც მიუძღვნა, რომელიც სტივენ კლაინის მიერ არის გადაღებული. ამგვარად, რიანამ J’Adore-ის უწინდელი ცნობილი სახე, მსახიობი შარლიზ თერონი შეცვალა. 

„ძლიერი, კაშკაშა და შთამაგონებელი. რიანა სტივენ კლაინის ობიექტივში J’adore-ის ტრიუმფალურ და თავისუფალი სულის მატარებელ ფემინურობას განასახიერებს,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში. „J’adore და რიანა – ახალი ოქროს ოცნებები იწყება.”

ერთწუთიან ვიდეოს ფონად რიანას 2016 წლის ჰიტი, Love on the Brain გასდევს. რეკლამა ვერსალის სასახლეშია გადაღებული. „შენი ოცნებები – აქციე ისინი რეალობად,” – ამბობს რიანა ვიდეოში. 

Dior-მა რიანა J’adore-ის სახედ ზაფხულში დაასახელა. ვარსკვლავს ბრენდთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს – მომღერალი ხშირად ესწრება Dior-ის მოდის ჩვენებებს და 2015 წელს ის მოდის სახლის პირველი შავკანიანი ამბასადორი გახდა.

„ორ ათწლეულზე მეტია, ეს სუნამო ქალების ერთგული და არაჩვეულებრივი თანამგზავრია. ეს არის ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალების სუნამო, რომელიც არაჩვეულებრივად უკავშირდება რიანას პირად ისტორიას,” – აღნიშნულია Dior-ის მფლობელი კონგლომერატის, LVMH-ის განცხადებაში.  

„ეს სუნამო, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და მიყვარს, ქალებისთვის ძალიან

ბევრს ნიშნავს,” – ვკითხულობთ ზაფხულში გავრცელებულ იმავე პრესრელიზში. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისთვის J’adore  უფრო მეტია, ვიდრე სუნამო და ბედნიერია, რომ ამ ისტორიის ნაწილი ხდება. 

ნახეთ J’adore-ის ახალი ვიდეო რიანას მონაწილეობით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როჯერ ო’დონელმა გაამხილა, რომ სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images

ბრიტნი სპირსი ბიოგრაფიულ ფილმს არ იღებს, თუმცა შესაძლოა ის ფანტასტიკური ჟანრის მიუზიკლში ვიხილოთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი