Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

„დიდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს ყველა გულშემატკივარს ყაზახეთსა და საქართველოში, რომ ასე გვიან ვაუქმებთ კონცერტს,” – წერს ჯგუფი.

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ბენდმა მსმენელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით აუწყა. 

„ძვირფასო მსმენელებო, სინანულით გაცნობებთ, რომ 8 სექტემბერს ყაზახეთში, ალმათის Park Live Festival-ზე ვერ დავუკრავთ. ეს მთელმა რიგმა  გარემოებებმა გამოიწვია, რომლებიც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან კავშირში არ არის და რომელთა გადაჭრაც ვერ შევძელით. შედეგად, მიუხედავად ქართველი ორგანიზატორების დიდი მცდელობისა, ჩვენთვის ლოჯისტიკურად 12 სექტემბერს თბილისში კონცერტის გამართვაც შეუძლებელი გახდა. Ვწუხვართ, რომ თაყვანისმცემლებს იმედგაცრუებულებს ვტოვებთ და დიდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს ყველა გულშემატკივარს როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოში. ასევე, ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან აპირებდა ჩამოსვლას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი იქნება,” – ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში. 

Placebo-ს მუსიკალური შოუ  Mono Hall-ის ორგანიზებით რადიოქალაქში უნდა გამართულიყო. კონცერტი თვეების წინ დაანონსდა და ამ დროისათვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო. 

როგორც Mono Hall-ის  განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვადებზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ali – ანუკა ყიფშიძემ ახალი სინგლი გამოუშვა

შემდეგი სტატია

როჯერ ო’დონელმა გაამხილა, რომ სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი