„კოლხეთი” – ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აქვეყნებს

მუსიკოსმა ლაივ სესიის ვიდეო გაავრცელა, სადაც მას აკომპანემენტს ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევენ.
ნატალია ნაყოფია
„კოლხეთი”

ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ ლაივ სესიის ვიდეოს აქვეყნებს. „კოლხეთი” – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც მუსიკოსმა მეგრულ მოტივებზე შექმნა. სიმღერა ინგლისურენოვანია, თუმცა მასში ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტსაც ვხვდებით.

პროექტის შესახებ ნატალია ნაყოფია Billboard საქართველოს ესაუბრა:

„ძალიან მიყვარს ქართული ეროვნული, ხალხური მუსიკა. როგორ ჩანს, რაღაც ეტაპზე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ასე უცებ დაიწერა ეს სიმღერა. მერე კი იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, მასზე მუშაობა გამეგრძელებინა. მომაფიქრდა ასეთი იდეა, რომ ჩამეწერა სიმების კვარტეტი და ორიგინალ აუდიოზე სწორედ ეს კვარტეტი უკრავს. 

ვიდეოს რაც შეეხება, სიმღერაზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმდენად მინდოდა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესო გამეხადა, რომ გადავწყვიტე ლაივ სესიის გადაღება, ორკესტრირებისთვის კი ნიკოლოზ რაჭველს მივმართე. სულ ოცნებად მქონდა, რომ ჩემი რომელიმე სიმღერის ორკესტრირება გამეკეთებინა და ოდესმე ნიკოლოზთან ერთად მემუშავა. ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იქნებოდა იდეალური პროექტი ჩვენი თანამშრომლობისთვის. ასე რომ, ოცნება ამიხდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის.

ჩემთვის ეს სიმღერა ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურისა და მუსიკის პრეზენტაცია. ამიტომაც მინდოდა, რომ ინგლისურენოვანი ყოფილიყო, რათა ყველას მისწვდომოდა და ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. თუმცა მეგრულადაც ვმღერით – ბექვოკალშიც გოგონები მღერიან „უსქანეთ მა, ვადმარინე მა” მეგრული ხალხური სიმღერიდან „ვა გიორქო მა”. თავად მე და ჩემი ოჯახი გალიდან ვართ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც „კოლხეთი” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.”

კოლხეთი” ერთ-ერთი იქნება იმ კომპოზიციებს შორის, რომელთაც მომღერალი რამდენიმე დღეში თავის სოლო კონცერტზე შეასრულებს. კონცერტი 7 სექტემბერს Golden Tulip-ის ტერასაზე გაიმართება. ნატალია ნაყოფიასთან ერთად სცენაზე წარდგებიან ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Საბრინა კარპენტერი Espresso Courtesy Photo

საბრინა კარპენტერის სიმღერა Espresso ბილბორდის 2024 წლის ზაფხულის გლობალურ სიმღერებში პირველ ადგილზეა

შემდეგი სტატია

LL Cool J Chris Parsons

LL Cool J ათ წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი