Young Folks – ჯგუფი Tape Visitors ახალ კლიპს აქვეყნებს

კლიპი გადაღებულია სიმღერაზე Young Folks, რომელიც პირველი სინგლია ბენდის დაანონსებული EP-დან.
Tape Visitors – Young Folks

ქართულმა ჯგუფმა Tape Visitors მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე Young Folks. ეს არის პირველი სინგლი Tape Visitors-ის ახალი EP-დან, რომელსაც ბენდი უახლოეს მომავალში გამოსცემს. 

ვიდეოს ხასიათი თავად სიმღერის დინამიკამ განსაზღვრა. როგორც ბენდის ვოკალისტი ლიკა სირაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, ვიდეოს იდეა სიმღერის დასრულებისა და პირველი მოსმენის შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა. 

ლიკა სირაძე: 

„მას შემდეგ, რაც ვიდეოს იდეა გაჩნდა, ჩვენს მეგობარ თიკა ხარაიშვილს მივმართეთ. ის ბენდის ფოტოგრაფია და ვიდეო სულ რაღაც ერთ დღეში გადაგვიღო. გადაღება საკმაოდ სახალისო პროცესი აღმოჩნდა. გვინდა, მსმენელმა დაინახოს ის განწყობა, რასაც Young Folks ჩვენში იწვევს. ვფიქრობთ, ვიდეოში ეს კარგად გადმოვეცით.”

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბენდი ამჟამად EP-ზე მუშაობს და, როგორც ლიკა სირაძე ამბობს, ბენდი ნამუშევარს მსმენელს სავარაუდოდ  ერთ-ორ თვეში წარუდგენს. 

ნახეთ Tape Visitors-ის ახალი კლიპი – Young Folks:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გვენ სტეფანი მეხუთე სტუდიურ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

19 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრები გაცოცხლდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი