საკულტო ბრენდი ბიონსესთან თანამშრომლობას აანონსებს

როგორც ჩანს, Cowboy Carter ჯინსის სამყაროში შეაბიჯებს.
ბიონსე
Kevin Winter/Getty Images

“Oh, you wish you were my Levi’s jeans”, – მღერის ბიონსე სიმღერაში Levii’s Jeans, რომელიც შესულია მის ბოლო ალბომში Cowboy Carter. ახლა კი თავად Levi’s-მა მომღერალთან თანამშრომლობა დააანონსა. ბრენდმა ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ცხენზე ამხედრებული ბიონსეს გამოსახულებას იმეორებს, როგორც ეს Cowboy Carter-ის ყდაზეა.

Levi’s-მა პოსტზე ბიონსე დათაგა და დააწერა: „წარმოგიდგენთ ახალ ერას.” გვერდის bio-ში კი ვკითხულობთ: „დავიწყოთ უკუთვლა.”

ახალ ამბავს ფანები განსხვავებული ვერსიებით ეხმაურებიან: „Cowboy Carter-ის მსოფლიო ტურნე, რომელსაც Levi’s ასპონსორებს,” – წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი. სხვები კი პროდუქტის შესაძენად ემზადებიან: „ამოვისუნთქოთ და საკრედიტო ბარათები მოვიმარჯვოთ.”

ეს პირველი ოფიციალური თანამშრომლობა იქნება ბიონსესა და Levi’s-ს შორის. სიმღერა Levii’s Jeans მარტში გამოვიდა და მისი წყალობით ბრენდმა გაყიდვების მწვერვალს მიაღწია. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბიონსეს მადლობა გადაუხადა: „არ არსებობს მასზე უკეთესი ადამიანი. ჩვენ მას კულტურის ცენტრს ვეძახით,” – განაცხადა მან აპრილში. 

Cowboy Carter გამოსვლისთანავე Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა, რითაც ბიონსე გახდა პირველი ქალი, რომლის რვავე ალბომიც ჩარტის ლიდერი გახდა.

ნახეთ Levi’s-ის პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fontaines D.C. Simon Wheatley

ელტონ ჯონი ირლანდიურ პოსტ-პანკ ბენდ Fontaines D.C.-ის აქებს

შემდეგი სტატია

16-წლიანი პაუზის შემდეგ The Cure ახალი სინგლის მცირე მონაკვეთს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი