კეტი პერი კვირას ავსტრალიურ თოქ-შოუ The Project-ში გამოჩნდა, სადაც კარიერის დასაწყისში პოპ-დედოფლის, მადონას მხარდაჭერაზე ისაუბრა: „მადონა კარიერის დასაწყისში ნამდვილად მხარს მიჭერდა. თავდაპირველად გარკვეული დრო დამჭირდა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუმცა შემდეგ ის ნამდვილად გვერდში მედგა. მან წვეულებაზე დამპატიჟა, ჩვენ ფოტოსესიაც გვქონდა ერთად, ეს საოცარი იყო. ის საუკეთესოა.“
კეტი პერის თქმით, როდესაც მადონამ რადიო-შოუში მისი 2007 წლის სიმღერა Ur So Gay ახსენა, ეს მას პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა: “მან ჩემი სიმღერა ახსენა და ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემთვის ყველაფერი” – ამბობს კეტი პერი
დასასრულს კეტი პერი შოუში მადონას მისამართით ქებას არ იშურებს და პოპ-ვარსკვლავს მადლობას უხდის: „40 წლის ვარ და მადონას დამსახურებით დღესაც მუსიკას ვქმნი.”
კეტი პერის ახალი ალბომი „143” ცოტა ხნის წინ გამოვიდა.