50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” – პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
50 Cent
Prince Williams/WireImage

50 Cent საინტერესო მიზეზს ასახელებს, თუ რატომ აღარ ქმნის რეპმუსიკას. წლის დასაწყისში Earn Your Leisure-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის მცირე ნაწილებიც სოციალურ ქსელში ახლა გავრცელდა, 50 Cent დღევანდელ რეპინდუსტრიას დაბალ დონეზე აფასებს. 

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” – ამბობს რეპერი. „ჩემი სულელური მხარე უნდა გამოვიყენო, რომ ასეთი რამ დავწერო. ამიტომაცაა, რომ აღარ ვქმნი იმდენ კონტენტს, რამდენსაც ადრე და მეტად გადავერთე ფილმების პროდიუსინგზე, რადგან ასე უფრო შემიძლია ფართო გავლენის ქონა.”

2023 წელს რეპერმა Big Boy-სთან საუბარში აღნიშნა, რომ Dr. Dre-სთან ერთად ახალ მუსიკაზე მუშაობდა. როცა წამყვანმა მას წაშლილი ინსტაგრამ პოსტის შესახებ ჰკითხა, რომელშიც ახალი მუსიკისა და ფილმების შესახებ წერდა, 50 Cent-მა უპასუხა, რომ ეს ემინემის გამო გააკეთა, რომელმაც უთხრა, რომ Dr. Dre-ს უკვე მზად ჰქონდა მისთვის ბითები. „დავწერე თუ არა ეს პოსტი, ემინემისგან მესიჯი მივიღე, რომ ის უკვე ესაუბრა  Dre-ს, რომელსაც ჩემთვის გიჟური რაღაცები ჰქონდა მომზადებული,” – თქვა რეპერმა. „ეს ჩემი ჩვეული პროცესია: ვაკეთებ რაღაცას, ვიპოვი საუკეთესო მუსიკას. შემდეგ კი, როცა უკვე მისით კმაყოფილი ვარ, Dre-ს  მივმართავ და წნეხის ქვეშ ვამყოფებ, რომ რაიმე შემომთავაზოს, რადგან ვიცი, რომ რაღაც ექნება. მას ყოველთვის აქვს რაღაც.”

50 Cent-ის ბოლო ალბომი Animal Ambition 2014 წელს გამოვიდა. ამჟამად რეპერი ფილმების პროდიუსინგზეა გადართული. 2023 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა შეთანხმებას Fox-თან. ამჟამად კი ის Netflix-ის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც Diddy-ს გახმაურებულ საქმეს ეხება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

შემდეგი სტატია

Coldplay Anna Lee

Coldplay-ს ახალი ალბომი Moon Music უკვე ხელმისაწვდომია: მოუსმინეთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი