ფინეასმა ახალი ალბომი გამოსცა

For Cryin’ Out Loud 4 ოქტომბერს გამოვიდა.
ფინეასი
Louis Browne*

მას შემდეგ, რაც ფინეასის სადებიუტო ალბომმა Optimist 2021 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა, მუსიკოსი და პროდიუსერი რიგით მეორე ალბომით დაბრუნდა. ნამუშევარი სახელწოდებით For Cryin’ Out Loud 4 ოქტომბერს გამოვიდა. მანამდე მუსიკოსმა ახალი ალბომიდან სამი სინგლი გამოაქვეყნა: For Cryin’ Out Loud, Cleats და Lotus Eater. 

„ეს ალბომი ჩემი სურვილია, რომ ადამიანების პირისპირ დავჯდე და ვესაუბრო მათ ისე, რომ მორალი არ ვუკითხო,” – ამბობს 27 წლის ვარსკვლავი ახალი ნამუშევრის შესახებ. „მაგალითად, Little Window რომ ავიღოთ, მას ალბათ შეადარებთ ჩემი პირველი ალბომის სიმღერას The Kids Are All Dying, რომელიც არსობრივად იგივეა, მაგრამ იქ უფრო ფართო მესიჯებია. Little Window არის კაცობრიობასთან ჩემი პირადი ურთიერთობა სოციალური მედიის გავლით. მე ვცდილობ, ვიპოვო ადგილი, საიდანაც ვიქნები გულწრფელი იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობ კონკრეტულად მე და ნაკლებად ვიფიქრებ იმაზე, თუ როგორია ესა თუ ის საკითხი სხვებისთვის, ან ნაკლებად ვეცდები, რომ უნივერსალურად ინტელექტუალი ვიყო, რაც სინამდვილეში არ ვარ.”

საკუთარი შემოქმედების გარდა, ფინეასი თავისი დის, ბილი აილიშის სამივე ალბომის პროდიუსერიცაა.

მოუსმინეთ ალბომს For Cryin’ Out Loud:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay Anna Lee

Coldplay-ს ახალი ალბომი Moon Music უკვე ხელმისაწვდომია: მოუსმინეთ

შემდეგი სტატია

BIAFF 2024 დასრულდა: ნახეთ ფესტივალის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი